რიკ როსმა თავისი ყოფილი სკოლის მოსწავლეებს 10 ათასი დოლარის სტიპენდია გადასცა

როგორც რიკ როსმა სკოლაში სტუმრობისას განაცხადა, ეს შესაძლებლობა მისთვის დიდი პატივია.
ფოტო: მარკუს ინგრამი

რიკ როსმა ჰიპ-ჰოპ ფესტივალის,  Rolling Loud-ის თანადამფუძნებელ თარიქ შერიფთან პარტნიორობით რვა მოსწავლე 10 ათასი დოლარით დააფინანსა.  სტიპენდიატები მაიამიში მდებარე Carol City Senior High School-ის მოსწავლეები არიან. ეს ის სასწავლებელია, რომელიც თავად რიკ როსმა დაამთავრა.

როგორც რიკ როსმა სკოლაში სტუმრობისას განაცხადა, ეს შესაძლებლობა მისთვის დიდი პატივია. Სტიპენდიასთან ერთად, თარიქ შერიფმა და როსმა მოსწავლეებს საჩუქრად Rolling Loud-ის ბილეთებიც გადასცეს. ფესტივალი ივლისში, მაიამიში გაიმართება. 

Როგორც თარიქ შერიფმა განაცხადა, მოსწავლეებისათვის გადაცემული სტიპენდია საჩუქარი არ არის და მათ ეს დაიმსახურეს. 

ახლახან რიკ როსმა ამერიკელ რეპერ მიკ მილთან თანამშრომლობა დააანონსა. როსმა ხმისჩამწერ სტუდიაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ის და მილი ერთად არიან აღბეჭდილი. რიკ როსი ასევე უერთდება Legendz of the Streetz Reloaded Tour-ის სახელით ცნობილ ტურნეს, რომელიც ისეთ არტისტებს აერთიანებს, როგორებიც არიან: Jadakiss, Jeezy, Gucci Mane, Cam’ron, რემი მა, Fivio Foreign და სხვა არტისტები. ტურნე 2023 წლის 14 აპრილს ფილადელფიაში გამართული კონცერტით  დაიწყება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოისმინეთ ნიკა კოჩაროვისა და გოგი ძოძუაშვილის ერთობლივი კომპოზიციები

შემდეგი სტატია

„ჯგუფი ერთი ორგანიზმია“ – „წერილი“

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი