მოისმინეთ ნიკა კოჩაროვისა და გოგი ძოძუაშვილის ერთობლივი კომპოზიციები

„ორივე სიმღერას უნისონში ვმღერით და საბოლოოდ, თითქოს, საერთოდ მესამე ხმა გამოვიდა. Რომ უსმენ, ვერ ხვდები, ვინ არის.”
ნიკა კოჩაროვი

ნიკა კოჩაროვმა და გოგი ძოძუაშვილმა ორი საერთო კომპოზიცია გამოსცეს. Friend და 99.99% Happy მუსიკოსების ერთობლივი ნამუშევრებია.

ნიკა კოჩაროვი:

„ძალიან ბევრი წელია ვცდილობთ, რომ ერთად გავაკეთოთ რაღაც. პირველი ჩვენი თანამშრომლობა 2008 წელს შედგა და სხვათა შორის, აი, ეს სიმღერა Friend, რომელიც ახლა გამოვეცით, ზუსტად მაგ დროს დავიწყეთ. მერე ისე მოხდა, რომ აღარ დავამთავრეთ და მივატოვეთ. ახლა კი ზაფხულში ისევ შევხვდით ერთმანეთს და გადავწყვიტეთ, რომ თავიდან დაგვეწყო. Ჩავწერეთ ტექსტი, გადავაკეთეთ არანჟირება და ახლებურად გავაკეთეთ. Friend  ჩემი სიმღერაა და მე და გოგიმ ერთობლივად განვავითარეთ, ხოლო მეორე – 99.99% Happy გოგის სიმღერაა და ისიც ასევე ერთად განვავითარეთ.

99.99% Happy გოგის მეუღლის, მარიკა ასათიანის ტექსტია და ეს არის თამაში ციფრებსა და პროცენტებზე. სიტყვების თამაშია და ძალიან საინტერესოა. Friend-ს რაც შეეხება, მისი ტექსტი მე და გოგიმ ერთად გავაკეთეთ. აქ უფრო სულიერი ძიების პროცესია აღწერილი. მეგობარს უმღერი შენი ტკივილებისა და თავგადასავლების შესახებ.

საინტერესო ისაა, რომ ორივე სიმღერას ვმღერით უნისონში, ანუ მე და გოგი ერთად ვმღერით ერთ ხმას და გოგიმ აღნიშნა, რომ საბოლოოდ, თითქოს, მესამე ხმა გამოდის. Რომ უსმენ, ვერ ხვდები, ვინ არის, რომელი მღერის. თითქოს, საერთოდ მესამე ტიპია.

ამ ეტაპზე ეს ორი სიმღერა ჩავწერეთ და ჯერჯერობით სხვა გეგმები არ გვაქვს. გოგი არ ცხოვრობს საქართველოში და ვნახოთ. Რომ ჩამოვა, შეიძლება გავაგრძელოთ კიდეც.”

მოუსმინეთ ნიკა კოჩაროვისა და გოგი ძოძუაშვილის ერთობლივ ნამუშევრებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Black Marrows

The Black Marrows „ჩვენი თითო ალბომი თითო დღიურია“

შემდეგი სტატია

რიკ როსმა თავისი ყოფილი სკოლის მოსწავლეებს 10 ათასი დოლარის სტიპენდია გადასცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი