სელენა გომესი ძილის შემდგომი ვარცხნილობის სასაცილო ფოტოს აქვეყნებს

„ასეთს რას ვაკეთებთ ძილში, რომ ამ შედეგამდე მივდივართ?”
სელენა გომესი 2023 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე
Jon Kopaloff/GI

სელენა გომესი გამომწერებს კიდევ ერთ უფილტრო ფოტოს უზიარებს – ამჟამად ახლო მეგობართან ერთად გადაღებულს. 

„ასეთს რას ვაკეთებთ ძილში, რომ ამ შედეგამდე მივდივართ?” – დააწერა გომესმა ფოტოს. “მე კი მეგონა, რომ ძილში საერთოდ არ ვმოძრაობდი…”

Პოსტის კომენტარებში ფანები გომესს უფილტრო და სასაცილო ფოტოს გამოქვეყნებისთვის აქებენ. თუმცა ეს მომღერლის პირველი მსგავსი ფოტო არ არის. თებერვალში გომესმა ასევე უმაკიაჟო ფოტო გამოაქვეყნა, რასაც გულშემატკივრების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. „როგორც იქნა, ცნობილი სახე, რომელიც თავის თავს ფილტრებისა და მაკიაჟის გარეშე გვაჩვენებს. იგი ნამდვილად ლამაზია და მას შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს იმის გაგებაში, რომ არ გვჭირდება ამდენი ხრიკები ჩვენი თავის ლამაზად გამოჩენისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ შენი თავი იყო და ამაყობდე თავის ისეთად წარმოჩენით, როგორიც ხარ” – წერდნენ კომენტარებში გომესის ფანები.

ნახეთ სელენა გომესის ძილის შემდგომი ვარცხნილობის ფოტო

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bedford Falls ევროპულ საკონცერტო ტურს აანონსებს

შემდეგი სტატია

ქარდი ბი მშობლებს ბავშვების გამტაცებლების შესახებ აფრთხილებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

ღონისძიება იწვევს იტალიური მუსიკის წამყვან ქალებს და წარმოაჩენს მათ ნიჭს, ისტორიებსა და გამოცდილებას როგორც სცენაზე, ასევე კულისებს მიღმა.
მეტი

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი