The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა მსმენელის წინაშე აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა შეასრულა, რომელშიც ანიმეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური ნაწარმოების თემაა გამოყენებული. კომპოზიციის ცოცხალი პრემიერა არტისტის After Hours Til Dawn-ის აზიური ტურნეს ფარგლებში შედგა. 

19 სექტემბერს, ტოკიოს მახლობლად, საიტამაში მდებარე Belluna Dome-ზე გამართულ კონცერტზე The Weeknd-მა, რომლის ნამდვილი სახელიც ეიბელ მაკონენ ტესფაიეა, აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა იაპონელ მომღერალ იოკო ტაკაჰაშისთან ერთად პირველად შეასრულა.

კომპოზიციას, სახელწოდებით Tokyo, საფუძვლად 1995 წლის J-pop ჰიტი A Cruel Angel’s Thesis უდევს, რომელიც ტაკაჰაშიმ საკულტო ანიმე-სერიალის, Neon Genesis Evangelion-ის მთავარი თემისთვის ჩაწერა. 

პერფორმანსის დროს ტაკაჰაშიმ A Cruel Angel’s Thesis სრულად იმღერა, ტესფაიე კი შოუს სცენის სიღრმიდან ადევნებდა თვალს.

გამოსვლა მულტიმედიური კოლაბორაციის სახით იყო წარმოდგენილი. თანმხლები ვიზუალური ეფექტების რეჟისორი იოკო ტარო იყო, რომელიც ვიდეოთამაშების სერია NieR-ის შემოქმედებითი დირექტორია. ვიზუალურ ნაწილში გამოყენებული იყო როგორც Neon Genesis Evangelion-ის, ისე 2017 წლის თამაშის, NieR: Automata-ს ელემენტები.

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: Presented by YOKO TARO ft. YOKO TAKAHASHI | „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“. 

ეს უკვე მეორე შემთხვევაა მიმდინარე ტურნეს ფარგლებში, როდესაც The Weeknd ახალი სიმღერის დებიუტს იმ ქალაქს უკავშირებს, სადაც კონცერტს მართავს. აპრილში, რიო-დე-ჟანეიროში გამოსვლისას, მან ბრაზილიელ ვარსკვლავ Anitta-სთან ერთად აქამდე გამოუქვეყნებელი ტრეკი წარადგინა, რომელსაც მსმენელმა პირობითად Rio უწოდა.

ორივე პრემიერა განსაკუთრებით საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ბოლო წლებში ტესფაიე არაერთხელ მიანიშნებდა, რომ შესაძლოა The Weeknd-ის ფსევდონიმით აღარ ემუშავა. 2025 წელს გამოცემული ალბომი Hurry Up Tomorrow მან ამ ფსევდონიმით შექმნილ უკანასკნელ ნამუშევრად დაასახელა.

After Hours Til Dawn-ის ტურნე 2022 წელს დაიწყო და თავდაპირველად The Weeknd-ის 2020 წლის წარმატებული ალბომის, After Hours-ის მხარდასაჭერი ტურნე იყო, მოგვიანებით კი პროგრამაში 2022 წელს გამოცემული Dawn FM-ის მასალაც შევიდა.

სტრიმინგის ეპოქის კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტს The Weeknd-ს Billboard 200-ის ჩარტში ხუთი პირველი ადგილი აქვს მიღებული ალბომებით: Beauty Behind the Madness (2015), Starboy (2016), My Dear Melancholy, (2018), After Hours (2020) და Hurry Up Tomorrow (2025).

Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე გასულ ჰიტებს შორისაა Can’t Feel My Face, Starboy, Heartless, Save Your Tears და Blinding Lights. ამ უკანასკნელს Billboard-მა Hot 100-ის ისტორიაში ყველა დროის N1 სიმღერის სტატუსიც მიანიჭა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯაზისა და ღვინის ფესტივალი 10 ოქტომბერს მეათედ გაიმართება

შემდეგი სტატია

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი