Madonna-მ და CHARLI XCX-მა Danceteria Afterhours-ის გამოსვლის თარიღი დააანონსეს

ახალი სიმღერა პოპვარსკვლავების პირველი მუსიკალური თანამშრომლობაა.
Madonna and Charli xcx SANTIAGO FELIPE/GC IMAGES; JÉRÉMIE LECONTE/WWD VIA GETTY IMAGES
Madonna and Charli xcx
SANTIAGO FELIPE/GC IMAGES; JÉRÉMIE LECONTE/WWD VIA GETTY IMAGES

Madonna და Charli xcx ახალი რემიქსისთვის გაერთიანდნენ.

პოპის დედოფალმა, რომელიც წლევანდელ MTV Video Music Awards-ზე 13 ნომინაციით ლიდერობს, 21 სექტემბერს მისი სიმღერის, Danceteria-ს ახალი ვერსიის გამოცემა Charli-სთან ერთად დააანონსა. ტრეკის ორიგინალი ვერსიის პროდიუსერები თავად Madonna, ენდრიუ უატი, Cirkut და სტიუარტ პრაისი არიან.

ახალ ვერსიას, სახელწოდებით Danceteria Afterhours, Warner Records 24 სექტემბერს გამოუშვებს.  Madonna-მ რემიქსის შესახებ მინიშნებები ბოლო დღეებში გაავრცელა,  როდესაც ინსტაგრამზე სიმღერის მოკლე ფრაგმენტი გააზიარა: You wanna talk about Madonna and Charli? / „გინდათ, Madonna-სა და Charli-ზე ილაპარაკოთ?“ –  მღერიან არტისტები ვიდეოში.

„წავიდეთ აღმოსავლეთით, ძვირფასო…“  – ასეთი მინაწერი გაუკეთა Madonna-მ თიზერს და სიმღერის გამოსვლის თარიღად 24 სექტემბრი მიუთითა. პრესრელიზის თანახმად, Danceteria Afterhours აღწერილია, როგორც „უშიშარი დასაწყისი, რამაც თითოეული არტისტის უნიკალური გზა ჩამოაყალიბა“.

ჭორები პოპვარსკვლავებს შორის შესაძლო მუსიკალური თანამშრომლობის შესახებ თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა.  ვარაუდები პირველად ივნისის ბოლოს გაჩნდა, როდესაც Madonna და  Charli  – Saint Laurent-ის 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის მამაკაცის ტანსაცმლის ჩვენებაზე ერთმანეთის გვერდით ისხდნენ.

მათი ურთიერთობა მანამდეც გახდა განხილვის საგანი. წლის დასაწყისში გულშემატკივრები ვარაუდობდნენ, რომ ორ არტისტს შორის გარკვეული უთანხმოება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც Madonna-მ, როგორც ჩანს, Charli-ს განცხადებას უპასუხა, სადაც ის აღნიშნავს, რომ „საცეკვაო მოედანი მკვდარია“.

„თუ შენი საცეკვაო მოედანი მკვდარია, შესაძლოა, არასწორ მუსიკას უსმენ“,  –  დაწერა Madonna-მ  იდუმალი ტექსტი ინსტაგრამზე. 

მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა, Charli Madonna-ზე დიდი ხანია, აღფრთოვანებით საუბრობს. წლის დასაწყისში, The Moment-ის პოპულარიზაციისას, მან Madonna-ს 1991 წლის დოკუმენტური ფილმი Truth or Dare შეაქო. „მე მიყვარს Truth or Dare და იქ Madonna-ს შესანიშნავი ქორეოგრაფიაა, გარდა ამისა, ის უბრალოდ შეუდარებელია.“ –   თქვა მომღერალმა.

Danceteria Afterhours – კაილი მინოუგისა და Madonna-ს პირველ მუსიკალურ კოლაბორაციებს მოჰყვება  – Love Sensation (Afterhours Radio Edit) და Love Sensation (Afterhours Mix), რომლებიც Madonna-ს ივლისში გამოცემული ალბომის, Confessions II-ის სიმღერის, Love Sensation-ის ორი ახალი ვერსიაა.

ეს თანამშრომლობა მას შემდეგ შედგა, რაც ივლისში Love Sensation-მა პირველი ადგილი დაკავა Billboard-ის Dance Airplay ჩარტში, რაც კიდევ ერთი წარმატებაა Madonna-ს ალბომისთვის Confessions II, რომელიც Billboard 200-ის ჩარტში პირველ პოზიციაზე მოხვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billboard France-მა Power Players-ის დაჯილდოება წარადგინა

შემდეგი სტატია

ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ტეილორ სვიფტი 2026 წლის MTV VMAS-ზე ARTIST DIRECTOR HONORS-ის პირველი მფლობელი გახდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი