თუფაქ შაკურის გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ, მისი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

ლას ვეგასის პოლიციის განცხადებით, ჩხრეკა ორშაბათს, ქალაქ ჰენდერსონის მიმდებარედ ჩატარდა.
ფოტო: რეიმონდ ბოიდი/Getty Images


ნევადას შტატის ოფიციალური პირების განცხადებით, ჩატარდა ჩხრეკა, რომელიც თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმესთან არის კავშირში. ცნობილი ამერიკელი რეპერის გარდაცვალებიდან  დაახლოებით 30 წელი გავიდა – საკულტო ჰიპ-ჰოპ არტისტი 1996 წლის 7 სექტემბერს ლას ვეგასში მოკლეს. მას მიმავალი მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლეს. ამ დროს თუფაქ შაკური 25 წლის იყო.   

ლას ვეგასის პოლიციის განცხადებით, ჩხრეკა ორშაბათს, ქალაქ ჰენდერსონის მიმდებარედ ჩატარდა. პოლიციის შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლის, ეიდენ ოკემპოგომესის თქმით, დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია. 

თუფაქ შაკური მსოფლიო ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა. ის ექვსჯერ იყო „გრემიზე“ ნომინირებული და მისი ხუთი ალბომი მუსიკალურ რეიტინგებში პირველ ადგილს იკავებდა. თუფაქ შაკური არაერთი ჰიპ-ჰოპ ჰიტის ავტორია, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში არ დაკარგა აქტუალობა.

2017 წელს რეპერს „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ ცერემონიაზე პატივიო მიაგეს მიაგეს პატივი და საპატიო სიაში შეიყვანეს. ამავე წელს მას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.

Თუფაქ შაკურის მუსიკალური კარიერა მხოლოდ ხუთი წელი გრძელდებოდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში Billboard Hot 100-ის ჩარტებში მისი 21 ჰიტი მოხვდა. 

Luminate-ის ინფორმაციით თუფაქმა ალბომის 33 მილიონი ეგზემპლარი გაყიდა. რეპერის აუდიო და ვიდეო სტრიმების რაოდენობამ კი საერთო ჯამში 10.1 მილიარდი შეადგინა.

თუფაქ შაკურის  გარდაცვალების შემდეგ რეპერს სოლო გამოფენით არაერთხელ მიაგეს პატივი. მათ შორის არის ცნობილი გამოფენა, სახელწოდებით Tupac Shakur. Wake Me When I’m Free, რომელიც 2021 წელს გაიხსნა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ ჰარი სტაილსის ახალი ვიდეოკლიპი სიმღერაზე Daylight

შემდეგი სტატია

will.i.am ბრიტნი სპირსთან ერთად ჩაწერილი სიმღერის გამოცემას აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი