შინეიდ ო’კონორის გარდაცვალების  მიზეზი ცნობილია

მუსიკოსი ივლისში, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
შინეიდ ო’კონორი, მასტერდამი, 1988 წლის 16 მარტი, ფოტო: პოლ ბერგენი
შინეიდ ო’კონორი, მასტერდამი, 1988 წლის 16 მარტი, ფოტო: პოლ ბერგენი

სამშაბათს, 9 იანვარს ლონდონის Southwark Coroners-ის სასამართლოს მიერ, შინეიდ ო’კონორის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დასახელდა. როგორც The Hollywood Reporter იტყობინება სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია: „ვადასტურებთ, რომ შინეიდ ო’კონორი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, ამიტომ სასამართლო საქმის წარმოებას წყვეტს.“

შინეიდ ო’კონორი, ლონდონში საკუთარ სახლში, 26 ივლისს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.  პოლიციამ გარდაცვალების მიზეზის დასადგენად საქმე სასამართლოს გადასცა.

შინეიდ ო’კონორმა სადებიუტო ალბომი The Lion and the Cobra 1987 წელს გამოსცა, რომელიც გრემზე იყო ნომინირებული. ამას მოჰყვა მუსიკოსის კარიერაში გარდამტეხი ეტაპი, როდესაც 1990 წელს მომღერალმა სიმღერა I Do Not Want What I Haven’t Got გამოსცა. არტისტს განსაკუთრებული წარნატება   Prince-ის სიმღერის Nothing Compares 2 U ქავერ ვერსიის შესრულებამ მოუტანა, რამაც მომღერალს საერთაშორისო აღიარება მოუპოვა.

20 მარტს, ნიუ-იორკში კარნეგი ჰოლში ირლანდიელი მუსიკოსის შეინ მაკგოუენის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტი გაიმართება, სადაც არტისტები პატივს შინეიდ ო’კონორის ხსოვნასაც მიაგებენ. კონცერტზე სხვა არტისტებთან ერთად Cat Power, გლენ ჰანსარდი, Dropkick Murphys, The Mountain Goats, ამანდა პალმერი და დეივიდ გრეი წარდგებიან.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნინი ნუცუბიძე და გიორგი გიგაშვილი მსმენელის წინაშე MONO HALL-ის სცენაზე წარდგნენ

შემდეგი სტატია

საერთაშორისო საოპერო სააგენტოს IOA Management-ის მოსმენა-მასტერკლასი ბათუმში

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

ღონისძიება იწვევს იტალიური მუსიკის წამყვან ქალებს და წარმოაჩენს მათ ნიჭს, ისტორიებსა და გამოცდილებას როგორც სცენაზე, ასევე კულისებს მიღმა.
მეტი

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი