ოზი ოსბორნი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში მეორედ არის წარდგენილი

ეს მუსიკოსის პირველი ნომინაციაა სოლო შემსრულებლის რანგში.
ოზი ოსბორნი - ფოტო: როს ჰალფინი
ოზი ოსბორნი – ფოტო: როს ჰალფინი

ოზი ოსბორნი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ჯერ კიდევ 2006 წელს შეიყვანეს როგორც Black Sabbath-ის ერთ-ერთი წევრი და იმ შემთხვევაში თუ მუსიკოსი წელსაც მიიღებს ამ ჯილდოს, ორმაგი ტიტულით Beatles-ის ოთხივე წევრს, ასევე ჯეფ ბეკს, ჯიმი პეიჯს, სტივი ნიკსსა და როდ სტუარტს გაუთანაბრდება. აღსანიშავია, რომ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ჯილდო სამჯერ მხოლოდ ერთ მუსიკოსს – ერიკ კლეპტონს აქვს მიღებული. Ბრიტანელ გიტარისტს ეს პატივი წილად ხვდა როგორც სოლო-შემსრულებელს, ასევე როგორც ერთ-ერთ წევრს ჯგუფებისა Yardbirds და Cream.  

„ჩემთვის დიდი პატივია როკ-ენ-როლის დიდების დარბაზისგან ამ ნომინაციის მიღება. იყო იმ მცირერიცხოვან მუსიკოსებს შორის, რომელთაც მეორედ ხვდათ წილად ეს პატივი, მითუმეტეს ახლა… ალბათ ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ჩემი მუსიკალური კარიერის 44 წლის თავზე როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში წარდგენილი ვარ როგორც სოლო არტისტი და ის ფაქტი, რომ შემიძლია გავაგრძელო  მუსიკის წერა, თან ეს აღიარება მივიღო, არის ზუსტად ის, რითაც წარმოუდგენლად ვამაყობ.”- განაცხადა ოზი ოსბორნმა.

ლეგენდარულმა Ბრიტანელმა მუსიკოსმა სოლო კარიერა ალბომ Blizzard of Ozz-ით დაიწყო, რომელიც 1980 წელს გამოუშვა. ოსბორნს ჯამში ცამეტი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული, ბოლო ნამუშევარი სახელწოდებით Patient Number კი 2022 წელს გამოვიდა. მუსიკოსის საკულტო ჰიტებია: Crazy Train, Flying High Again, Bark at the Moon, No More Tears და  Mama, I’m Coming Home.

ბოლოდროინდელი ჯანმრთელობის პრობლემების გამო, გასულ წელს მუსიკოსმა კონცერტების გამართვა  ვერ შეძლო. 

ოსბორნის მეუღლემ და მისმა მენეჯერმა შერონ ოსბორნმა ცოტა ხნის წინ მის გამოსამშვიდობებელ კონცერტზე ისაუბრა. ნოემბერში, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში, შერონმა მისი, როგორც სოლო არტისტის, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანასაც გაუსვა ხაზი.

„მათ იციან, რომ ოზი იმსახურებს იქ ყოფნას, მათ იციან, რომ იგი უკვე 43 წელია, რაც სოლო არტისტია. ოზის, როგორც სოლო შემსრულებელს, თითქმის ასი მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. 

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წლევანდელი ლაურეატების გამოსავლენი სახალხო კენჭისყრა უკვე დაიწყო და ხმის მიცემა  ვებ-გვერდ rockhall.com-ის საშუალებით არის შესაძლებელი. ბიულეტენები კი ინდუსტრიის წარმომადგენლებს მეილზე ეგზავნებათ. საზეიმო ცერემონია შემოდგომაზე, ქალაქ კვლივლენდშია დაგეგმილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მარკ ნოპფლერმა საქველმოქმედო სიმღერაში 60 გიტარისტი გააერთიანა

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნი და ტეილორ სვიფტი Super Bowl-ის შოუზე, 2024 წლის 11 თებერვალი, ლას ვეგასი, სტადიონი Allegiant.

2024 წლის Super Bowl-ის თამაშს ტეილორ სვიფტი პოლ მაკარტნისთან ერთად დაესწრო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი