Browsing Tag
Ozzy Osbourne
19 posts
შერონ ოსბორნი აკრიტიკებს ყოფილი მენეჯერის გეგმას, გამოაქვეყნოს Black Sabbath-ის აქამდე უცნობი ჩანაწერები
შერონ ოსბორნი Black Sabbath-ის ადრეული ჩანაწერების გამოქვეყნების წინააღმდეგია. მან საჯაროდ გააკრიტიკა ბენდის ყოფილი მენეჯერი ჯიმ სიმპსონი მის მიერ გავრცელებული პრესრელიზის შემდეგ, სადაც სიმპსონი ამტკიცებს, რომ ჩანაწერებზე იურიდიული უფლება სწორედ მას ეკუთვნის. საკითხი აქტუალური ოზი ოსბორნის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში გახდა.
სიმპსონმა,…
17 ნოემბერი, 2025
ოზი ოსბორნის შვილიშვილმა ჰელოუინზე ღამურის კბენის მომენტი გააცოცხლა
ოზი ოსბორნის მემკვიდრეობამ გამოხმაურება ამ წლის ჰელოუინზეც ჰპოვა მუსიკოსის შვილიშვილის ვირუსული ვიდეოს წყალობით, სადაც როკისტორიის ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სცენას აცოცხლებს.
„ტიკტოკზე” ოსბორნის ქალიშვილი კელი თავისი ორი წლის ვაჟის, სიდნის ვიდეოს აზიარებს, რომელსაც ჩონჩხის კოსტიუმი და კოვბოის წითელი ჩექმები აცვია…
1 ნოემბერი, 2025
2025 წლის MTV VMAs-ის ცერემონიის სპეციალური ნაწილი ოზი ოსბორნის ხსოვნას მიეძღვნება
7 სექტემბერს ოზი ოსბორნის მუსიკალური პარტნიორები და კოლეგები 2025 წლის MTV VMAs-ის სცენაზე წარდგებიან, რათა მეტალის ლეგენდას პატივი მიაგონ. გავრცელებული განცხადების მიხედვით, Aerosmith-ის სოლისტი სტივენ ტაილერი და გიტარისტი ჯო პერი Yungblud-ისა და Extreme-ის ნუნო ბეტანკურს შეუერთდებიან წლევანდელ ცერემონიაზე, რომელიც CBS-ის…
6 September, 2025
ოზი ოსბორნის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიდო
BBC One-ის დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით Ozzy Osbourne: Coming Home, რომელიც ოზი ოსბორნის ცხოვრების ბოლო წლებს ასახავს, დაგეგმილ პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე, მოულოდნელად, პროგრამიდან მოიხსნა. „ბიბისის” ინფორმაციით, ფილმის ჩვენება ორშაბათ საღამოს იყო დაგეგმილი, თუმცა ის ყოველგვარი მიზეზისა და განახლებული თარიღის დასახელების…
19 August, 2025
ჯეკ ოსბორნი მამას გამოსამშვიდობებელ წერილს უძღვნის
ოზი ოსბორნის დაკრძალვიდან ერთი კვირის შემდეგ მომღერლის ვაჟმა ჯეკ ოსბორნმა მამას გამოსამშვიდობებელი წერილი მიუძღვნა.
„მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ არაფრის დაპოსტვა არ მინდოდა. ამისთვის ზედმეტად დამძიმებული ვიყავი. მოკლედ დავწერ, რადგან მას სძულდა გრძელი სიტყვები,” – წერს ოზისა და შერონ ოსბორნების 39 წლის…
7 August, 2025
როდ სტიუარტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ოზი ოსბორნისადმი მიძღვნილი Forever Young-ის ფონზე გასული ვიდეოკლიპისთვის
ოზი ოსბორნის მიმართ ჩაფიქრებულმა პატივისცემამ როდ სტიუარტი საბოლოოდ კრიტიკის ქარცეცხლში გაახვია. 80 წლის მომღერალმა კონცერტის დროს ეკრანზე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი უცნაური ვიდეო გაუშვა, რომელშიც ოსბორნი ზეცაში სელფებს იღებს სხვადასხვა გარდაცვლილ მუსიკოსთან, მათ შორის არიან „პრინცი”, ტინა ტერნერი, ბობ მარლი,…
5 August, 2025
მეფე ჩარლზის სამხედრო ბენდმა ოზი ოსბორნის პატივსაცემად Black Sabbath-ის სიმღერის ქავერი შეასრულა
მართალია, ჩარლზ III ინგლისის მეფეა, მაგრამ ოზი ოსბორნი სამუდამოდ დარჩება ბნელეთის პრინცად. როკლეგენდის ცხოვრებისა და შემოქმედების პატივსაცემად კი სამეფო ოჯახის ოფიციალური არმიის ბენდმა Black Sabbath-ის ჰიტი შეასრულა.
ვიდეოში, რომელიც მცველების შეცვლის ცერემონიაზეა გადაღებული, წითელუნიფორმიანი მუსიკოსები ბუკინგემის სასახლის ეზოში დგანან და…
1 August, 2025
შერონ ოსბორნი ოზი ოსბორნის გარდაცვალების შესახებ პოსტს გამოეხმაურა
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შერონ ოსბორნი სოციალურ ქსელში გამოჩნდა. მან Bush-ის სოლისტის, გევინ როსდეილის მიერ ოზი ოსბორნზე დაწერილ პოსტზე დააკომენტარა. ოსბორნი 22 ივლისს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. როსდეილის პოსტი ერთ-ერთია მწუხარების გამომხატველი იმ ურიცხვი მესიჯიდან, რომლებმაც ამ დღეებში სოციალური ქსელები წალეკა.…
24 ივლისი, 2025
წარმოგიდგენთ Black Sabbath-ისა და ოზი ოსბორნის ყველაზე წარმატებულ ალბომებს Billboard 200-ში
Black Sabbath-სა და ოზი ოსბორნს Billboard 200-ის ჩარტში დიდი მემკვიდრეობა აქვთ, რომელიც სათავეს 1970 წლიდან იღებს, როცა ჯგუფი პირველად შევიდა ჩარტში იმავე სახელწოდების ალბომით Black Sabbath. წლების განმავლობაშო ბენდი – ისევე, როგორც ოსბორნი თავისი სოლო პროექტებით – ჩარტში მაღალ პოზიციებს…
23 ივლისი, 2025
Black Sabbath-მა და ოზი ოსბორნმა საკონცერტო კარიერა 11-საათიანი კონცერტით დაასრულეს
ოზი ოსბორნმა და Black Sabbath-მა 5 ივლისს დაუვიწყარი გამოსვლით დაამთავრეს თავიანთი საკონცერტო კარიერა. გრანდიოზული გამოსათხოვარი შოუ ბირმინგემის Villa Park-ზე გაიმართა.
კონცერტი, სახელწოდებით – Back to Beginning, ოზისა და მეტალის იმ ლეგენდებისადმი პატივისცემის ნიშნად ჩატარდა, რომლებმაც 1968 წელს ბირმინგემში ჯგუფი ჩამოაყალიბეს.…
7 ივლისი, 2025