„ეს სიზმარია” – SKAZZ-მა ახალი კლიპი გამოაქვეყნა

ბენდმა Billboard Georgia-სთან უახლოეს გეგმებზეც ისაუბრა.
SKAZZ
SKAZZ

ქართულმა პოსტ-პანკ ჯგუფმა SKAZZ ახალი კლიპი გამოუშვა. ვიდეო გადაღებულია ტრეკზე სახელწოდებით „ეს სიზმარია”. ვიდეოს რეჟისორები ბექა ბეგიაშვილი და ზაზა ლოლაშვილი არიან, მონტაჟზე კი საბა  ბუთიკაშვილმა იმუშავა. კლიპი გადაღებულია სარეპეტიციო სივრცეში Paper Box Studio. 

როგორც ბენდის წევრები Billboard საქართველოსთან საუბრისას ამბობენ, კლიპის იდეა სპონტანურად გაჩნდა და შემოქმედებით გუნდს გადაღებებამდე ორი დღით ადრე დაუკავშირდნენ.  

საბა ვაშაყმაძე, SKAZZ:

„ამ ტრეკზე ვიდეოს გადაღება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ  გვინდოდა, აუდიო ჩანაწერთან ერთად იმის ვიზუალური მხარეც გვეჩვენებინა, რაზეც ვმღერით. ეს არის უხეში, ბინძური გარემო, საიდანაც გამოღვიძებას ცდილობ,  მაგრამ უშედეგოდ. ვიდეოებთან დაკავშირებით არაერთი შემოთავაზება გვქონია, მაგრამ ამ ეტაპზე გვირჩევნია, ეს პროცესი ჩვენს მეგობრებს მივანდოთ.”

სამომავლოდ ბენდი მსმენელს არაერთ სიახლეს ჰპირდება. მათ შორის არის კიდევ ახალი ვიდეოკლიპი და შემოდგომაზე დაგეგმილი კონცერტები ევროპაში. დეტალებს ჯგუფი თავის გულშემატკივარს სულ მალე გაუზიარებს.

„საბედნიეროდ ზაფხულმა მოგვცა დრო, რომ ახალ მუსიკაზე გვემუშავა. ჩვენთვის ფავორიტი ერთ-ერთი ტრეკის ვიდეოსათვის უკვე სცენარსაც ვწერთ, რომელსაც სექტემბრის დასაწყისში დავდებთ. კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ ჯგუფ MokuMoku-სთან ერთად ახალ ტრეკზე ვმუშაობთ მათსავე სტუდიაში. ამის შესახებ მეტს, სამწუხაროდ, ვერაფერს ვიტყვით”.

SKAZZ საბა ვაშაყმაძისა და ნოდო კუპრავას მიერ ჩამოყალიბებული  ბენდია, რომლის ისტორია ქუთაისში დაიწყო. დღესდღეობით SKAZZ თანამედროვე ქართული პანკ-სცენის ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სათამაშო

„სათამაშო“ – ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდი თელავიდან

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალის პროგრამა: პირველი ნაწილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ათლეტი და არტისტი: გურამ კაშია x გიგი დედალამაზიშვილი

ეროვნული ნაკრების ისტორიული კაპიტანი და „მგზავრების“ ფრონტმენი საუბრობენ ჯონ ლენონის ტატუზე, Oasis-ის ფლეილისტებზე, კარიერის მთავარ საუნდტრეკსა და იმ მუსიკალურ ენერგიაზე, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა.
მეტი

2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის წინ, Billboard სპორტისა და მუსიკის გლობალური გარეკანების სერიას უშვებს

Billboard-ის 100-წელზე მეტი ხნის ისტორიაში პირველად, გამოცემა რამდენიმე გლობალურ გარეკანს მუსიკისა და სპორტის გადაკვეთას უძღვნის – ფეხბურთისა და მუსიკის დღესასწაულის ისტორიებს 11 ქვეყნის 11 გარეკანი დაეთმობა. პირველი მათგანი 8 ივნისს, აშშ-ის გამოცემამ წარადგინა, ამ კვირაში კი მას კიდევ 10 გარეკანი მოჰყვება. პროექტის დებიუტი აშშ-ის გარეკანით მაილს რობინსონთან და Joey Bada$$-თან ერთად შედგა.
მეტი

Saphileaum-ის ახალი ალბომი – Heavenly Hills ავსტრალიურ ლეიბლზე გამოიცა

ალბომში შემავალი ერთ-ერთი კომპოზიცია, სახელწოდებით – Alarko (კოსმოსური არწივი) არტისტმა თავის ბაბუას, ცნობილ მომღერალ თემურ წიკლაურს მიუძღვნა.
მეტი