„სათამაშო“ – ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდი თელავიდან

ცოტა ხნის წინ მუსიკალურმა კოლექტივმა სინგლი „ჩემი რა მიდის“ გამოაქვეყნა.
სათამაშო
სათამაშო – ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდი

ჰიპ-ჰოპ არტისტების მიერ შექმნილი მუსიკალური პროექტი  „სათამაშო“ თელავში 2021 წლიდან იღებს სათავეს. ბენდის შემადგენლობაში მიშა ჩიტაშვილი (ბასი), გიო ბეჟანიშვილი (ვოკალი) და დავით გოგოლაძე (კომპოზიტორი, გიტარა) არიან.

ცოტა ხნის წინ მუსიკალურმა კოლექტივმა სინგლი „ჩემი რა მიდის“ არტისტ Heiwa-სთან კოლაბორაციით გამოაქვეყნა.

გიო ბეჟანიშვილი –  ექსპერიმენტულ პროექტ „სათამაშოს“ ვოკალისტი:

„სათამაშო“ მუსიკალური პროექტია. ბენდში სამი ადამიანი ვართ გაწევრიანებული – გიო, მიშა და დავითი. მესამე წელია უკვე, რაც სხვადასხვა სიმღერაზე ვმუშაობთ. ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ ერთ-ერთი ჩვენი სიმღერა გამოგვეტანა და Youtube-ზეც ახლახანს გამოვჩნდით. ზოგადად, ჯგუფის ჩამოყალიბების ამბავი თელავში სამაგიდო თამაშების სივრცესთან არის დაკავშირებული, სადაც  ხშირად ვიკრიბებოდით თელავის Board Game-ების კლუბში.  სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობაც. დავითი 2020 წელს თბილისიდან თელავში გადმოვიდა, ჩვენი აზრები მუსიკასთან დაკავშირებით დაემთხვა და ასე მივიღეთ ექსპერიმენტული თელავური ბენდი „სათამაშო“. Სათამაშო ქართულად ცეკვასაც ნიშნავს და ამით გვსურდა, ქართულ მუსიკაში დადებითი განწყობა შემოგვეტანა.” 

სიმღერა „ჩემი რა მიდის” ბენდის პირველი სინგლია, რომელიც არტისტ  Heiwa-სთან (ოთარ მურველაშვილი) კოლაბორაციით შეიქმნა და მუსიკალურ პლატფორმაზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. 

„რაც შეეხება სიმღერის იდეას, ის საკმაოდ დიდი ხანია უკვე, რაც არსებობს. თითქმის მესამე წელია, რაც მისამღერი დაიწერა. სამაგიდო თამაშების კლუბში ერთ-ერთ საღამოს სწრაფი მუსიკის ტალღით ეს მუსიკალური ჟღერადობა ავაწყვე.  მანამდეც მქონდა ეს სიტყვები აკვიატებული – „ჩემი რა მიდის – შენი რა მიდის“ – და შესაფერის ტემპორიტმს ვეძებდი. გავუზიარე ბიჭებსაც, მოეწონათ და იმ დროიდან ნელ-ნელა დავიწეთ ამაზე მუშაობა. უდარდელი ხასიათის საცეკვაო მუსიკაა და იმედია, მსმენელსაც მოეწონება. მუსიკის ავტორი კი დავითია.

მუსიკალური კლიპი მერაბ ემინაშვილმა – Emina production -მა გადაიღო. კლიპის გადაღებაში ჩვენი სამეგობრო წრიდანაც  ბევრი ადამიანი იყო ჩართული. მუსიკალური ვიდეოს დიდი ნაწილი ლევან კალმახელიძის სტუდიაშია გადაღებული. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ვიდეოს გადაღებისთვის სივრცე დაგვითმო და პროცესში მონაწილეობა მიიღო. 

ამჟამად ალბომის ტრეკებზე ვმუშაობთ, ხუთი ტრეკი გვაქვს. ნაწილი დამუშავების პროცესშია, ნაწილი უკვე მზად არის. თუმცა მისი გამოშვების თარიღი ჯერ ზუსტად არ ვიცით. უახლოეს მომავალში გვინდა, კიდევ ერთ სიმღერაზე, რომელსაც  „გზა” ჰქვია, კლიპი გამოვუშვათ. სექტემბრის ბოლოს კი ლაივ სესიას ვგეგმავთ თბილისში, სადაც თელაველი ჰიპ-ჰოპ არტისტები გაერთიანდებიან და საერთო ჰიპ-ჰოპ ქომუნითი მსმენელს თავის სათქმელს გააცნობს.”

მოისმინეთ – სათამაშო Ft. Heiwa –  სიმღერა – „ჩემი რა მიდის“

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლიზო ერთწლიან შემოქმედებით პაუზას იღებს

შემდეგი სტატია

SKAZZ

„ეს სიზმარია” – SKAZZ-მა ახალი კლიპი გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი