A$AP Rocky 2024 წლის iHeartRadio Music Festival-ზე მონაწილეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ მიიღებს

„სამწუხაროდ ავად გავხდი და iHeartRadio Music Festival-ზე ვეღარ გამოვალ. ბოდიში ვუხდი ჩემს ფანებს და მადლობა iHeartRadio-ს, რომ ეს შესაძლებლობა მომცა,” – წერს რეპერი ინსტაგრამზე
A$AP Rocky. ფოტო: Vittorio Zunino Celotto/Getty Images

A$AP Rocky სექტემბრის ბოლოს ლას ვეგასში, iHeartRadio Music Festival 2024-ზე ერთ-ერთ ჰედლაინერად იყო მიწვეული. თუმცა, ახლახან რეპერმა განაცხადა, რომ ის ფესტივალზე მსმენელის წინაშე ვეღარ წარდგება. მიზეზი არტისტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. 

„სამწუხაროდ, ავად გავხდი და iHeartRadio Music Festival-ზე ვეღარ გამოვალ. ბოდიშს ვუხდი ჩემს ფანებს და მადლობა iHeartRadio-ს, რომ ეს შესაძლებლობა მომცა,” – წერს რეპერი ინსტაგრამზე. „მოუთმენლად ველოდი, როდის შევასრულებდი თქვენთვის ახალ მუსიკალურ ნამუშევრებს,” – აღნიშნა A$AP Rocky-მ. რეპერმა მსმენელებს ფესტივალზე სასიამოვნო დროის გატარება უსურვა და ლაინაფის დადებით კონტექსტში შესაფასებლად ცეცხლის აღმნიშვნელი ე.წ. ემოჯი გამოიყენა.

2024 წლის iHeartRadio Music Festival აერთიანებს მუსიკალური ინდუსტრიის ისეთ წამყვან არტისტებს, როგორებიც არიან Big Sean, კამილა კაბეიო, დოჯა ქეთი, დუა ლიპა, გვენ სტეფანი, Halsey, Hozier, The Weeknd, ვიქტორია მონე და სხვა ცნობილი სოლო შემსრულებლები თუ ჯგუფები.  ფესტივალი T-Mobile Arena-ზე 20 და 21 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალის სპეციალური სტუმარია ჯგუფ Coldplay-ს ვოკალისტი კრის მარტინი. 

რაც შეეხება A$AP Rocky-ს მონაწილეობას, მსმენელები ელოდნენ, რომ რეპერი დაანონსებული ალბომიდან ახალ სინგლზე გადაღებულ კლიპს სწორედ თავისი პერფორმანსისას წარადგენდა. თავად ალბომი Don’t Be Dumb თავდაპირველი გეგმის მიხედვით 30 აგვისტოს უნდა გამოსულიყო, თუმცა თარიღი შეიცვალა და ჩანაწერი შემოდგომაზე გამოიცემა. 

როგორც რეპერმა სოციალურ ქსელ X-ზე განმარტა, ახალი ტრეკების ინტერნეტში მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხვედრა ალბომს აზიანებს. „6 წელი გავიდა და მინდა, საუკეთესო ალბომი გამოვუშვა. ვწუხვარ, რომ გალოდინებთ,” – მიმართა ფანებს A$AP Rocky-მ. 

დაანონსებული ალბომიდან A$AP Rocky-მ ბოლო ორ თვეში სამი სინგლი HIGHJACK, Tailor Swif, და Ruby Rosary წარადგინა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

East Duo

ქართული მუსიკალური ნაწარმოები მსოფლიო ჩარტებში

შემდეგი სტატია

„ბეთჰოვენფესტის” ფარგლებში გიორგი გიგაშვილმა და ნინი ნუცუბიძემ ბონში კონცერტი გამართეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი