ქართული მუსიკალური ნაწარმოები მსოფლიო ჩარტებში

საქართველოს ისტორიაში პირველად ქართული ჰანგები მსოფლიო მუსიკალურ ჩარტებში მოწინავე ადგილს იკავებს
East Duo
East Duo

ახალგაზრდა ქართული მუსიკალური დუეტის, East Duo-ს მუსიკალური ნაწარმოები მსოფლიო ჩარტებში მოწინავე ადგილზეა.  

East Duo არტისტების ლევან ბანცაძისა და გიორგი მატკავას მუსიკალური პროექტია, რომელიც ლეიბლ GMI Rights Management-თან თანამშრომლობს.

დუეტმა 2024 წელს მუსიკალური ნაწარმოები სახელწოდებით „ბანცარული“ გამოაქვეყნა, რომლის მუსიკის ავტორებიც თავად არიან. ფანდურზე შესრულებული ქართული თემატიკის ჰანგები ვოკალის გარეშე სოციალურ ქსელებში  ვირუსულად გავრცელდა.

მუსიკალური ნაწარმოები ინტერნეტ სივრცეში სახელწოდებით „ჩუბინა“  გავრცელდა. არტისტების გადაწყვეტილებით კი რელიზის მოდიფიკაცია მოხდა და ნაწარმოები ამ სახელით დამკვიდრდა.

დღეს ნაწარმოები shazam-ის მუსიკალურ აპლიკაციაში მსოფლიო მასშტაბით 52-ე ადგილს იკავებს.

Shazam global Top 200

ქართული მუსიკალური ნაწარმოები წინ უსწრებს ისეთ არტისტების კომპოზიციებს, როგორიცაა Post Malone, Tom Odell, Gotye, Lady Gaga, Adele, Lana Del Rey და სხვები.

მასზე ყველა სოციალურ ქსელში უამრავი ვიდეო კეთდება, რომელიც ვირუსულად ვრცელდება.  

მუსიკალური ნაწარმოები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ინდოეთში, მაროკოში, ალჟირში, ყაზახეთში, უზბეკეთში, პაკისტანში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში.

 სანდრო აბრამიძე GMI ლეიბლის მენეჯერი

„აღნიშნული ნაწარმოები, რომელიც ესე ვირუსულად გავრცელდა ჩაწერილია მხოლოდ მობილურით და მართლაც რომ მოლოდინებს გადააჭარბა, არტისტებმა ჩვენს ლეიბლთან თანამშრომლობა 2024 წლის ივლისის თვეში დაიწყეს. რაც შეეხება იმას თუ როგორ გავრცელდა ნაწარმოები მსოფლიოს მასშტაბით, წინასწარ არანაირი გეგმა არ იყო შემუშავებული, თუმცა ხალხმა ძირითადად TikTok-ის მეშვეობით აიტაცა, რადგან ძალიან ტრენდული აღმოჩნდა და დღემდე ასეა.“ 

ინდოეთში 5 სექტემბრიდან 13 სექტემბრამდე შაზამის ჩარტებით ნაწარმოები პირველ ადგილზე იყო, დღეის მონაცემებით კი ის მე-3 ადგილს იკავებს. 

Shazam India Top 200

მუსიკალური ნაწარმოები შაზამის რეიტინგებში ასევე  იკავებდა მე-2 ადგილს მაროკოში, მე-3 ადგილს ალჟირში, ყაზახეთსა და უზბეკეთში, მე-6 ადგილს აზერბაიჯანსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. დეტალური რეიტინგები იხ, ქვემოთ.

Spotify-ზე ნაწარმოები სხვადასხვა დღეებში მოხვდა ასევე ხსენებულ ქვეყნებში Spotify Daily Viral 100-ის ჩარტებში და რამდენიმე კვირაში 1 555 000 ნახვა მოაგროვა.

მუსიკალურ ნაწარმოებზე შეიმქნა ათასობით ვიდეო სოციალურ ქსელებში.

მხოლოდ ტიკ-ტოკზე ნაწარმოებზე 200 000-ზე მეტი ვიდეოა შექმნილი, რამაც ჯამში 356 მილიონი ნახვა და 20 მილიონზე მეტი მოწონება დააგენერირა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

პოპ-ვარსკვლავები წარმატებული სამსახიობო კარიერით და მათი წარმატების შანსები 2025 წლის კინოდაჯილდოებებზე

შემდეგი სტატია

A$AP Rocky 2024 წლის iHeartRadio Music Festival-ზე მონაწილეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ მიიღებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი