ქეთათო ნერგაძის (Lua)  ახალი სიმღერა

მუსიკოსმა ქეთათო ნერგაძემ (Lua) ვიდეოკლიპი More Than Forever გამოუშვა
More Than Forever-არტ ქავერი - ქეთათო ნერგაძე
More Than Forever – არტ ქავერი – ქეთათო ნერგაძე

მუსიკოსმა, სიმღერების ავტორმა და პროდიუსერმა ქეთათომ (Lua) რამდენიმე დღის წინ მუსიკალური კლიპი More Than Forever გამოუშვა. სიმღერის ფროდაქშენი თავად ქეთათოს გაკეთებულია, საქსოფონი ლაშა საყვარელიძეა, ელექტრო გიტარა – ზუკა სიმონიშვილი, ბასი – სანდრო კიკნაძე, დრამი – სოსო ცაგარეიშვილი, მიქსინგი და მასტერინგი კი გიო ქორიძეს ეკუთვნის.

ქეთათო ნერგაძე (Lua)  

„მთელი ზაფხული ვიყავი თბილისში და ვწერდი ალბომს. ეს ტრეკიც ამ ზაფხულის პერიოდში ჩავწერე. კლიპი სპონტანურად ჩემი ვიდეო არქივიდან დავამონტაჟე, ის რაც წელს გადავიღე. ძალიან მოუხდა დაუგეგმავი და ბუნებრივი კადრები და მერე გამიჩნდა იდეა, რომ ეს ყველაფერი კლიპად მექცია.

თვითონ სიმღერაც კონცეპტუალურად იმაზე არის, რაზეც ტექსტში ვსაუბრობ.”

ვიდეოკლიპში სპონტანურად გადაღებული კადრების ერთობლიობა სიმშვიდის და სიახლოვის განწყობას ქმნის, რომელიც მსმენელამდე ყოველგვარი ბარიერის გარეშე მიდის. ბუნებრივი, დაუგეგმავი კადრები დოკუმენტურად გადმოსცემს კლიპის სიუჟეტს. შესაძლოა, სიმღერის ტექსტში სათქმელი პირად განწყობას და ემოციებს გადმოსცემს, თუმცა მისი შინაარსი ბევრად გლობალურია და ერთგვარად სხვებისთვისაც მოტივაციის მიმცემიც.“

მოისმინეთ ქეთათო ნერგაძის სიმღერა More Than Forever

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BIAFF 2024 დასრულდა: ნახეთ ფესტივალის გამარჯვებულები

შეიძლება დაგაინტერესოთ

50 Cent-ის თქმით, თანამედროვე რეპის შესაქმნელად მან თავისი „სულელური მხარე” უნდა გამოიყენოს

„ახლანდელ მუსიკას თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სისულელე უნდა გავაკეთო,” - პასუხობს რეპერი კითხვაზე, თუ რატომ აღარ ქმნის მუსიკას ისეთი სიხშირით, როგორც ადრე.
მეტი

Billboard-მა ახალი სარედაქციო მიმართულება –  Billboard Family წარადგინა

Billboard Family იქნება სივრცე მშობლებისა და შვილებისათვის და მასზე მხოლოდ საგანგებოდ გაფილტრული და შერჩეული მასალა განთავსდება. მასალა საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება და გააერთიანებს სიახლეებს, ჩარტებსა და ვიდეოებს.
მეტი
Aine Merme FKA Natuka Natsvlishvili ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Aine Merme-ს სადებიუტო  EP

„ალბომს ორი სახელი აქვს. ერთი მის შინაარსობრივ ნაწილს პასუხობს, მეორე - ფორმას: Dreams Unseen [Guitar’s not dead]“ - Aine Merme
მეტი