კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

„მე მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა,” – აღნიშნა ლამარმა SZA-სთან ინტერვიუში.
კენდრიკ ლამარი
Jason Koerner/Getty Images

კენდრიკ ლამარს წელს უკან არაფერზე დაუხევია დრეიკთან ცნობილ რეპშერკინებაში. თუმცა მუსიკოსი ამტკიცებს, რომ გულით ბოროტი ადამიანი არ არის. წლის მთავარი მუსიკალური კონფლიქტის შემდეგ პირველად, ლამარი Harper’s Bazaar-ის ყდაზე გამოჩნდა. მასთან ინტერვიუ კი მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა SZA-მ ჩაწერა.

„არ მივჩნევ, რომ ავი ადამიანი ვარ,” – ამბობს ლამარი. „მაგრამ მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა. ამის ცოდნა მაძლევს საშუალებას, რეაქცია მქონდეს მოვლენებზე, მაგრამ მათთან იდენტიფიცირება არ მოვახდინო. უბრალოდ მათ არსებობისა და ჩემში გავლის უფლებას ვაძლევ. ეს არის, რისიც მჯერა.”

მაშინ, როცა Not Like Us, ასე ვთქვათ, გადამწყვეტი გახდა დრეიკთან კონფლიქტში, ლამარი ინტერვიუში ხსნის, თუ რას ნიშნავს ის მისთვის კულტურულ კონტექსტში.  

„Not Like Us? ეს არის ის ენერგია, რომელიც მე ვარ – ადამიანის ის ტიპი, რომელსაც მე წარმოვადგენ. ამ ადამიანს აქვს მორალი, ღირებულებები, მას სწამს რაღაცების, ის რაღაცებს ეყრდნობა. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, აღიაროს თავისი შეცდომები და არ ეშინოდეს, გააზიაროს ისინი. მას შეუძლია, ღრმად ამოთხაროს შიშზე დაფუძნებული იდეოლოგიები და გამოცდილებები და გამოხატოს ისინი იმაზე ფიქრის გარეშე, რომ ამით მის კაცობას რაიმე დააკლდება. როცა ვფიქრობ Not Like Us-ზე, ვფიქრობ ჩემს თავზე და მათზე, ვინც ამ ყველაფერთან იდენტიფიცირდება.”

Not Like Us, ლამარის მუსიკალური თავდასხმა დრეიკზე, უკვე 21 კვირაა რეპსიმღერების ჩარტის პირველ ადგილზეა, რითაც ამ ჩარტის ყველაზე ხანგრძლივი ლიდერი გახდა. თუმცა მისი მატარებელი, როგორც ჩანს, გაჩერებას ჯერ კიდევ არ აპირებს და სიმღერა შესაძლოა 2025 წლის გრემის ნომინაციებშიც ვიხილოთ.

ნახეთ Harper’s Bazaar-ის ყდა კენდრიკ ლამარის პროფაილით:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ „ბილბორდის” ლათინური მუსიკის დაჯილდოების გამარჯვებულები

შემდეგი სტატია

ლედი გაგა Joker: Folie À Deux-ის პრემიერას, ლონდონში, 2024 წლის 25 სექტემბერი. ფოტო: ბენჯამინ კრემელი

ლედი გაგამ ახალი სინგლი დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი