სელენა გომესი ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო შეზღუდვას ცრემლებით ეხმაურება: „ჩემი ხალხი თავდასხმის ქვეშაა”

„ვწუხვარ,” – წერდა მომღერალი უკვე წაშლილი ვიდეოს აღწერაში მექსიკის დროშის სიმბოლოსთან ერთად.
სელენა გომესი
Paul Best/Getty Images

სელენა გომესმა იტირა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელშიც ის ხალხს ჰპირდებოდა, რომ გააკეთებდა ყველაფერს, რაც კი შეეძლო, უსაბუთო მექსიკელების დასახმარებლად მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის უსაბუთო ემიგრანტებზე თავდასხმა დაიწყო. 

გამოცემა People-ის ინფორმაციით, ტეხასში დაბადებულმა მომღერალმა, რომლის ბებია-ბაბუაც თავად მექსიკელი იმიგრანტები იყვნენ, ვიდეო ინსტაგრამ სთორიზე დადო და ის უკვე წაიშალა. „ვწუხვარ” – წერდა მომღერალი ვიდეოს აღწერაში მექსიკის დროშის სიმბოლოსთან ერთად.

„ჩემი ხალხი თავდასხმის ქვეშაა, ბავშვები…,” – ამბობს ვიდეოში გომესი. „არ მესმის, ვწუხვარ. ვისურვებდი, რაიმეს გაკეთება შემეძლოს, მაგრამ არ შემიძლია. არ ვიცი, რა გავაკეთო. ყველაფერს ვეცდები, გპირდებით.”

ტრამპი საპრეზიდენტო მოვალეობის მეორე ვადით შესრულებას წინა კვირას შეუდგა და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების პირობა დადო. „სიენენის” ცნობით, ამ დღეებში დაახლოებით 1000 ადამიანია დაკავებული, რომლებიც ადმინისტრაციამ ეროვნული უშიშროების საფრთხედ ცნო. 

32 წლის გომესი მუდმივად გამოირჩეოდა იმიგრანტების თემის მფარველობით. 2019 წელს მისი პროდიუსერობით „ნეტფლიქსზე” გამოვიდა Living Undocumented – დოკუმენტური ფილმი, რომელიც ჰყვება რვა ოჯახის ამბავს, რომლებმაც გადამღებ ჯგუფს ნება დართეს, მათი ცხოვრება გადაეღოთ, როცა ისინი ტრამპის ადმინისტრაციისგან პოტენციური დეპორტაციის წინაშე იდგნენ. იმ დროს გომესი საუბრობდა ტრამპის გუნდის სასტიკ მოპყრობაზე იმიგრანტი ოჯახების მიმართ, მათ შორის ბავშვების ოჯახებისგან განცალკევების მკაცრად გაკრიტიკებულ პოლიტიკაზე. 

„ვერც კი წარმოვიდგენ, რას განიცდიან ეს ბავშვები, რომლებიც ოჯახებს დააშორეს,” – ამბობდა მომღერალი 2020 წლის თებერვალში. „ეს ტრავმა მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ. ეს უბრალოდ ცხოველობაა.” 2019 წელს კი ჟურნალ TIME-ში მან დაწერა ესე თავის ბებიასა და ბაბუაზე, რომლებიც მექსიკიდან აშშ-ში ჩავიდნენ. 

„1992 წელს მე აშშ-ის მოქალაქედ დავიბადე, მათი სიმამაცისა და მსხვერპლის წყალობით,” – წერდა მომღერალი. „ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ჩემმა ოჯახის წევრებმა ბევრი იშრომეს, რათა აშშ-ის მოქალაქეობა მოეპოვებინათ. უსაბუთო იმიგრაცია პრობლემაა, რომელზეც ყოველდღიურად ვფიქრობ და არასდროს მავიწყდება, თუ როგორი იღბლიანი ვარ, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, ჩემი ოჯახისა და გარემოებების წყალობით.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბიონსე და ტეილორ სვიფტი, 2023 წლის 11 ოქტომბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. ჯონ შირერი/Getty Images

ბიონსე და ტეილორ სვიფტი 2025 წლის გრემის დაჯილდოებას დაესწრებიან

შემდეგი სტატია

გიორგი გიგაშვილის კონცერტი დუბაიში Steinway Prizewinner Concerts-ის ფარგლებში გაიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი