გიორგი გიგაშვილის კონცერტი დუბაიში Steinway Prizewinner Concerts-ის ფარგლებში გაიმართა

„მისი მომნუსხველი შესრულება ნამდვილი მუსიკალური მოგზაურობა იყო,” – ასე ეხმაურებიან ქართველი პიანისტის გამოსვლას კონცერტის ორგანიზატორები.
გიორგი გიგაშვილი

11 იანვარს გიორგი გიგაშვილმა დუბაიში სოლო კონცერტი გამართა. კონცერტი  „სტეინვეის” ორგანიზებით დუბაის ოპერაში შედგა. ქართველი პიანისტის გამოსვლას ორგანიზატორები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ და კონცერტის ვიდეოკოლაჟი გამოაქვეყნეს. 

„სტეინვეი დუბაი და დუბაის ოპერა აღტაცებულია საოცარი პიანისტის, გიორგი გიგაშვილის მასპინძლობით, რომელიც არის ორტენზ ანდა-ბურლის პრიზის მფლობელი გეზა ანდას კონკურსზე და ტერენს ჯადის პრიზის ლაურეატი.

მისი მომნუსხველი შესრულება, რომელიც მოიცავდა სერგეი პროკოფიევისა და იოსებ ბარდანაშვილის ნაწარმოებებს, ნამდვილი მუსიკალური მოგზაურობა იყო. ვამაყობთ, რომ ამ განსაკუთრებული საღამოს ნაწილი ვიყავით,” – წერს „სტეინვეი დუბაი” ინსტაგრამზე. 

გიორგი გიგაშვილის კონცერტი დუბაიში Steinway Prizewinner Concerts-ის ფარგლებში გაიმართა. კონცერტების ამ სერიას საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა და მისი მიზანია, მსოფლიოში გამორჩეული ახალგაზრდა მუსიკოსები ფართო საზოგადოებას გააცნოს. 

„კონცერტებზე წარმოდგენილი არიან ახალგაზრდა მუსიკოსები, რომლებიც სპეციალურად ირჩევიან „სტეინვეის” მიერ მათი კარიერის საწყის ეტაპზე. რატომ უნდა ველოდოთ იმ დროს, როცა ყველა მათ ფრაზებს იმღერებს, იმისთვის, რომ ამ არტისტების დიდებულება შევიგრძნოთ?” – ვკითხულობთ Steinway Prizewinner Concerts-ის აღწერაში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სელენა გომესი ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო შეზღუდვას ცრემლებით ეხმაურება: „ჩემი ხალხი თავდასხმის ქვეშაა”

შემდეგი სტატია

კლუბი Mtkvarze: „თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა იმ თანამებრძოლს, ვისაც უსამართლოდ წაართვეს თავისუფლება!”

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი