ლიზო თავისი მომავალი მუსიკალური ეპოქისთვის, ავთენტურობის ძიებაშია. არტისტმა 24 თებერვალს ახალი მუსიკალური ნამუშევრის – Love in Real Life-ის ახალი თიზერი წარადგინა.
ინსტაგრამზე გამოქვეყნებული კინემატოგრაფიული კლიპი იწყება კადრით, სადაც ლიზო ძველ, თეთრ ავტომობილზე წევს. მის ირგვლივ ხალხი მოძრაობს, თუმცა მას ვერ ამჩნევენ. ვიოლინოსა და სინთეზატორის აკორდების შემდეგ, ელექტრო გიტარა ჟღერდება. „ყველაფერი უფრო მარტივად იყო და სწორედ ეს არის, რაც მინდა. არანაირი ნახვები, არც „პოსტების მოწონებები”. რეალური სიყვარული. რეალურ ცხოვრებაში,” – აღნიშნავს ლიზო.
თიზერის ბოლოს მაყურებელი კონკრეტულ თარიღს ხედავს. ეკრანზე ეწერება 28 თებერვალი – დღე, როცა მუსიკოსი Love in Real Life-ს გამოსცემს. ლიზომ ათი დღის წინ ოფიციალურად დააანონსა, რომ ახალ მუსიკალურ ნამუშევარს გამოუშვებდა. იქამდე არტისტმა მსმენელს მიანიშნა, რომ თავისი უწინდელი მუსიკალური ეპოქა დასრულდა.
თუ არ ჩავთვლით გრეტა გერვიგის ფილმის, Barbie-ის ერთ-ერთ საუნდტრეკს, Love in Real Life იქნება ლიზოს პირველი ნამუშევარი 2022 წლის Special-ის შემდეგ, რომელიც Billboard 200-ის მეორე ადგილზე მოხვდა. ალბომს Billboard Hot 100-ის წამყვანი პოზიცია ორი კვირის განმავლობაში ეკავა სიმღერით – About Damn Time, რომელიც 2023 წლის გრემის დაჯილდოებაზე წლის ჩანაწერად დასახელდა.
იხილეთ ლიზოს მიერ გამოქვეყნებული მუსიკალური თიზერი: