ტონი ჰოუკის თქმით  მისი დიდი სურვილი იყო, კურტ კობეინს მათი საერთო შვილიშვილი ენახა

ცნობილი სკეიტბორდისტის ტონი ჰოუკის შვილს რაილი ჰოუკს და კურტ კობეინის ქალიშვილს, ფრენსის ბინ კობეინს 2024 წლის სექტემბერში ვაჟი შეეძინათ
კურტ კობეინი Nirvana - 1991 წლის 25 ნოემბერი, ამსტერდამი. ფოტო: Niels van Iperen/Getty Images
კურტ კობეინი Nirvana – 1991 წლის 25 ნოემბერი, ამსტერდამი. ფოტო: Niels van Iperen/Getty Images

ლეგენდარულმა ამერიკელმა სკეიტბორდისტმა  ტონი ჰოუკმა სოციალურ ქსელში  პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სინანულით აღნიშნავს, რომ სამწუხაროა, კურტ კობეინი მათ საერთო შვილიშვილს რომ ვერ მოესწრო.

ჰოუკის შვილს რაილი ჰოუკსა და კურტ კობეინის ქალიშვილს, 2024 წლის სექტემბერში ვაჟი შეეძინათ. „რონინ უოლკერ კობეინ-ჰოუკი – გამარჯობა, ყველაზე მშვენიერო.“ – წერდა მაშინ ფრენსის კობეინი სოციალურ ქსელში.

რაილი ჰოუკი და ფრენსის კობეინი  2023 წელს დაქორწინდნენ, წყვილის მშობლები კი 90-იანი წლებში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ლეგენდარულ პერსონებად ითვლებოდნენ.

სოციალურ ქსელში ტონი ჰოუკი იხსენებს, თუ რა გავლენა მოახდინა კურტ კობეინმა მის ცხოვრებაზე. 

ტონიმ ინსტაგრამ სთორიში Nirvana-ს 1991 წლის 20 ოქტომბრის ბილეთიც გააზიარა, რომელიც ტეხასში, ჰიუსტონში მდებარე კლუბ Vatican-ში გაიმართა. ჰოუკის თქმით, იმ დროს ქალაქში სკეიტბორდის შეჯიბრისთვის იმყოფებოდა და ღონისძიების დასრულების შემდეგ პირდაპირ კონცერტზე წავიდა.

„ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი და გარდამტეხი გამოცდილება, რომელსაც ცოცხალი მუსიკა ქმნის. იმ საღამოს, ყველამ რაღაც განსაკუთრებული და ძლიერი ვიგრძენით. სამყარო აღარასოდეს იქნებოდა ისეთი, როგორიც მანამდე იყო.“ – დაწერა ტონი ჰოუკმა Nirvana-ს კონცერტის შესახებ.

1991 წლის ეს კონცერტი Nirvana-ს გლობალურ წარმატებამდე შედგა, მასზე დასასწრები ბილეთი 10 დოლარი ღირდა,  კონცერტი კი Nirvana-ს ალბომის გამოსვლის მხარდამჭერი იყო, რომელმაც ბენდი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გრანჟ ჯგუფად აქცია. სამ თვეში ალბომმა მაიკლ ჯექსონის ალბომი Dangerous, Billboard 200-ის სათავეში ჩაანაცვლა და  Nirvana მსოფლიო მასშტაბით ცნობილ ბენდად  აქცია.

„მინდა, რომ კურტი აქ იყოს, რათა თავისი საოცარი ქალიშვილი იხილოს, შეხვდეს მის ერთგულ და მზრუნველ მეუღლეს და ხელში დაიჭიროს ჩვენი საერთო, საოცარი შვილიშვილი.“ –  თქვა ჰოუკმა.

ბოლო პერიოდში, როგორც Nirvana, ისე ტონი ჰოუკი ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ლოს ანჯელესში ტყის ხანძრების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტსა და SNL50-ის იუბილეზე Nirvana-ს ცოცხლად შესრულებულმა სიმღერებმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ხოლო ტონი ჰოუკის სახელობის ვიდეოთამაშების სერია „გეიმ სამყაროს“ მთავარ თემად იქცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რობერტა ფლეკი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Love in Real Life – ლიზო ახალ სიმღერას თიზერით აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი