გრეისი აბრამსი, aespa, ერიკა ბადუ, ტაილა და სხვა ვარსკვლავები 2025 წლის Billboard Women in Music-ზე წარდგებიან

დაჯილდოების ცერემონია 29 მარტს გაიმართება.
Billboard Women in Music 2025
Billboard

„ბილბორდის” ყოველწლიური სავიზიტო ღონისძიება Women in Music ვერ იქნება სრულყოფილი, ძლევამოსილი ქალების მუსიკალური გამოსვლების გარეშე და ვერც დაჯილდოება იქნება ასეთივე მნიშვნელოვანი, წარმატებული ქალი წარმდგენების გარეშე. გთავაზობთ სწორედ იმ არტისტების სახელებს, რომლებიც წლევანდელ ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას.

შოუს გამომსვლელთა შორის არიან: ანხელა აგილარი, aespa, ერიკა ბადუ, გრეისი აბრამსი, მეგან მორონი, მუნი ლონგი და ტაილა. როგორც მანამდე გახდა ცნობილი, თითოეული ეს არტისტი ბილბორდის Women in Music-ის ტიტულით დაჯილდოვდება: აგილარი Breakthrough Award-ს მიიღებს, aespa წლის ჯგუფის, ხოლო ერიკა ბადუ წლის საკულტო პერსონის ტიტულს დაიმსახურებს. გრეისი აბრამსი წლის კომპოზიტორი, ქანთრის კრუნერი მეგან მორონი კი Rulebreaker Award-ის მფლობელი გახდება. ამომავალი ვარსკვლავის ტიტულს ამჯერად მუნი ლონგი მიიღებს. Blackpink-ის ჯენის Global Force Award გადაეცემა. მეგან ტეინორი Hitmaker Award-ით, GloRilla კი  Powerhouse Award-ით დაჯილდოვდება. 

აღნიშნულ არტისტებს სცენაზე შეუერთდებიან: ტანერ ადელი, ჯულია მაიკლსი, მაიკი გაიტონი, კალი უჩისი, მედისონ ბიერი, სამერ უოლკერი და ზარა ლარსონი, რომლებიც ცერემონიის წარმდგენები იქნებიან. 

წლევანდელი შოუს წამყვანი ლავერნ კოქსი იქნება. 2025 წლის Women in Music-ის ცერემონია 29 მარტს კალიფორნიაში, „იუთუბის თეატრში” გაიმართება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტის თქმით, Playboi Carti-მ მისი ვერსია ახალი ალბომიდან ამოიღო

შემდეგი სტატია

Playboi Carti კანიე უესტს გაჩუმებისაკენ მოუწოდებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

ღონისძიება იწვევს იტალიური მუსიკის წამყვან ქალებს და წარმოაჩენს მათ ნიჭს, ისტორიებსა და გამოცდილებას როგორც სცენაზე, ასევე კულისებს მიღმა.
მეტი

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი