Playboi Carti-ს ტრიუმფალური კვირა გრძელდება. ის პირველი რეპერი (ჯამში მესამე არტისტი) გახდა, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა. ჩარტში შესული თითქმის ყველა სიმღერა 27 წლის რეპერის ახალი ალბომიდანაა – I Am Music, რომელიც, თავის მხრივ, Billboard 200-ის ლიდერია.
29 მარტით დათარიღებულ ჩარტში ერთდროულად Playboi Carti-ს 31 სიმღერაა შესული. მათგან 30 სწორედ ახალი ალბომიდანაა. ამ შედეგით რეპერი შეუერთდა ტეილორ სვიფტსა და მორგან უოლენს და გახდა მესამე არტისტი, რომელსაც ჩარტში ერთდროულად მინიმუმ 30 სიმღერა აქვს. ამ მხრივ საერთო რეკორდი უოლენს ეკუთვნის 2023 წლის 18 მარტით დათარიღებულ ჩარტში შესული ერთდროულად 36 ჰიტით. სვიფტმა კი 30 სიმღერის ნიშნულს ორჯერ გადააბიჯა: 2024 წლის 4 მაისს 32 სიმღერით, მომდევნო კვირას კი – 31 სიმღერით.
რეპერთა შორის კი, ჩარტში ერთდროულად შესული ყველაზე მეტი ჰიტით, Playboi Carti-მ მოხსნა დრეიკის რეკორდი, რომელიც 2018 წლის 14 ივლისს Hot 100-ში 27 სიმღერით შევიდა.
ბოლოდროინდელი წარმატებების წყალობით, Playboi Carti-მ 75-დან პირველ ადგილზე გადაინაცვლა Billboard Artist 100-შიც. აღნიშნულ ჩარტში რეპერის უმაღლესი შედეგი ამ დრომდე მეორე ადგილი იყო, რომელსაც 2021 წლის იანვარში, Whole Lotta Red album-ის გამოსვლის შემდეგ მიაღწია.