კენდრიკ ლამარი, SZA და კრის ბრაუნი 2025 წლის BET Awards-ის რეკორდსმენები გახდნენ

ლუთერ ვანდროსი ფანებმა ორ კატეგორიაში გაიხსენეს: გარდა იმისა, რომ Luther-მა საუკეთესო კოლაბორაციაში გაიმარჯვა, დოკუმენტური ფილმი Luther: Never Too Much საუკეთესო ფილმად დასახელდა.
კენდრიკ ლამარი და SZA 2025 წლის BET Awards-ზე
Christopher Polk

კენდრიკ ლამარი 2025 წლის BET Awards-ის ტრიუმფატორი გახდა. მუსიკოსმა ხუთი ჯილდო მოიგო: წლის ალბომი GNX-ისთვის, საუკეთესო კოლაბორაცია SZA-სთან ერთად Luther-ისთვის, საუკეთესო მამაკაცი ჰიპ-ჰოპ არტისტი, წლის ვიდეო Not Like Us-ისთვის და წლის ვიდეორეჟისორი დეივ ფრისთან ტანდემისთვის. 

წლის ალბომის ჯილდო ლამარს შვიდი წლის წინ აქვს მიღებული. ის და ბიონსე ერთადერთი მუსიკოსები არიან, რომელთაც აღნიშნული ნომინაცია ორჯერ აქვთ მოგებული. 

GNX-მა, რომელიც 2026 წლის გრემის წლის ალბომის მთავარი კანდიდატია, BET Awards-ზე სამი გრემის მფლობელი ალბომი დაამარცხა: ბიონსეს Cowboy Carter (წლის ალბომი და საუკეთესო ქანთრი ალბომის კატეგორიები), კრის ბრაუნის 11:11 Deluxe (საუკეთესო R&B ალბომი) და Doechii-ს Alligator Bites Never Heal (საუკეთესო რეპალბომი).

SZA-მ და კრის ბრაუნმა 2-2 ჯილდო დაიმსახურეს. SZA მიყოლებით მესამედ გახდა საუკეთესო ქალი R&B/პოპ არტისტი, ასევე მოიგო წლის კოლაბორაცია კენდრეიკ ლამართან ერთად. 

ბრაუნმა კი საუკეთესო მამაკაცი R&B/პოპ არტისტის წოდება მოიპოვა უკვე მერვედ,  რითაც თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. გარდა ამისა, მისმა სიმღერამ Residuals მაყურებელთა ჯილდოც დაიმსახურა. ამ კატეგორიაში ეს ბრაუნის მეოთხე გამარჯვებაა. ამ ეტაპზე მას მხოლოდ ბიონსე უსწრებს ხუთი ჯილდოთი. ასევე ოთხი მოგება აქვს Lil Wayne-ს.

ლუთერ ვანდროსი ფანებმა ორ კატეგორიაში გაიხსენეს: გარდა იმისა, რომ Luther-მა საუკეთესო კოლაბორაციაში გაიმარჯვა, დოკუმენტური ფილმი Luther: Never Too Much საუკეთესო ფილმად დასახელდა. ეს მიყოლებით მეორე წელია, როცა ამ ნომინაციაში მუსიკალურ ლეგენდაზე შექმნილი ფილმი იმარჯვებს. გასული წლის გამარჯვებული Bob Marley: One Love გახდა.

საუკეთესო ქალი ჰიპ-ჰოპ არტისტის წოდება Doechii-ს ერგო, რომლისთვისაც ეს მისი პირველი BET Award-ია. ლეონ თომასი გახდა საუკეთესო ახალბედა არტისტი. 2024 წელს SZA-ს Snooze-ის თანაავტორობისთვის ის გრემის მფლობელიც გახდა. 

Future და Metro Boomin საუკეთესო ჯგუფის ნომინაციის გამარჯვებულები გახდნენ. ეს უკვე რიგით მესამე წელია, როცა საუკეთესო ჯგუფის ჯილდოს ორი სოლო არტისტის კოლაბორაცია იმსახურებს.

ბლუ აივი კარტერი წელს უკვე მეორედ გახდა ახალგაზრდა ვარსკვლავის ჯილდოს მფლობელი. დაჯილდოების წესების თანახმად, ამ კატეგორიაში მრავალჯერადი მოგება დაშვებულია. მარსაი მარტინს ეს ჯილდო ხუთჯერ აქვს მოგებული. 

დენზელ ვაშინგტონმა მეხუთედ დაიმსახურა საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო. საუკეთესო მსახიობი ქალი კი პირველად სინთია ერივო გახდა.

ექვს ნომინაციაში წარდგენის მიუხედავად, დრეიკმა წლევანდელ ცერემონიაზე ვერც ერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა. ჯილდოს გარეშე დარჩა The Weeknd-იც, რომელიც ოთხ ნომინაციაში იყო წარდგენილი. 

ცერემონიაზე პატივი მიაგეს გასულ წელს გარდაცვლილ მუსიკოსებს: ქუინსი ჯონსს, რობერტა ფლეკსა და ენჯი სტოუნს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Ice Spice ფოტო: თეო ვარგო/Getty Images

Ice Spice ანიმაციურ ფილმ SpongeBob-ში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ახალ სიმღერასაც წარადგენს

შემდეგი სტატია

რობერტ დე ნირო 2025 წლის 17 მარტი, ნიუ იორკი. ფოტო: სინდი ორდი /Getty Images for SiriusXM

რობერტ დე ნირომ დაადასტურა, რომ არიანა გრანდე ოფიციალურად შეუერთდება Meet the Parents 4-ის გუნდს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი
Madonna 026 წლის 4 ივნისი, ნიუ იორკი. Santiago Felipe/GC Images

ნახეთ, როგორ მოირგო Madonna-მ Nicole Kidman-ის იმიჯი Adela-ს ვირუსული ჰიტის ფონზე ახალ TikTok ვიდეოში

სლოვაკი ვარსკვლავის პოპულარულმა სიმღერამ - Nicole Kidman უკვე მიიპყრო მისი ჰოლივუდელი სეხნიის ყურადღება, ახლა კი ამ სახალისო ტენდენციას კიდევ ერთი ლეგენდარული არტისტი შეუერთდა.
მეტი

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი