რობერტ დე ნირომ დაადასტურა, რომ არიანა გრანდე ოფიციალურად შეუერთდება Meet the Parents 4-ის გუნდს

ლეგენდარულმა მსახიობმა იხუმრა კიდეც, რომ სერიალის მეოთხე ნაწილში ის ოსკარზე ნომინირებულ Wicked-ის ვარსკვლავთან ერთად იმღერებს.
რობერტ დე ნირო 2025 წლის 17 მარტი, ნიუ იორკი. ფოტო: სინდი ორდი /Getty Images for SiriusXM
რობერტ დე ნირო 2025 წლის 17 მარტი, ნიუ იორკი. ფოტო: სინდი ორდი /Getty Images for SiriusXM

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ არიანა გრანდე მონაწილეობას მიიღებს კომედიურ ფილმში Meet the Parents 4, ეს ფაქტი ფილმის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა რობერტ დე ნირომაც დაადასტურა. 

9 ივნისს შაბათის ღამის შოუში 81 წლის დე ნირომ წარმატებით გაიარა სიცრუის დეტექტორის ტესტი. კითხვაზე, მართალია თუ არა არიანა გრანდეს კასტინგის შესახებ გავრცელებული ხმები, მან უპასუხა: – „მართალია”. 

კითხვაზე, იცნობდა თუ არა არიანა გრანდეს, დე ნირომ უპასუხა, რომ პირადად არ იცნობდა, თუმცა 7-8 წლის წინ შაბათის ღამის შოუს გადაღებებზე შეხვდა შვილთან ერთად, რომელსაც არიანას გაცნობა სურდა.  

„გადაღებების დროს მე მასთან არ მითანამშრომლია, თუმცა ის ამავე შოუში მონაწილეობდა. ვილაპარაკეთ, გავეცანი, ჩემს ერთ-ერთ შვილს ძალიან უნდოდა მასთან შეხვედრა და ასე წარვუდგინე.” – იხსენებს რობერტ დე ნირო. 

ამ ეტაპზე უცნობია, რა როლს შეასრულებს სერიალში არიანა გრანდე, თუმცა, The Hollywood Reporter-ის ცნობით, ის „მკაცრ და ავტორიტარულ“ ქალს განასახიერებს.

მსახიობები აქტიურად საუბრობენ სერიალის  ახალ ნაწილზე. ამ კვირაში კინოფესტივალზე რობერტ დე ნირო, ბენ სტილერი, ტერი პოლო და რეჟისორი ჯეი როუჩი  გამოჩნდნენ, სადაც აღნიშნეს, რომ Meet the Parents-ის პირველ ნაწილს 25 წელი უსრულდება.

ბენ სტილერმა კითხვა-პასუხის სესიის დროს არიანა გრანდე შეაქო და თქვა: „ის ძალიან ნიჭიერია, მართლა ძალიან სახალისოა და რაღაც მხრივ, მთელი ფილმის მამოძრავებელი ძალაა.” – აღნიშნა ბენმა.

ფილმის მეოთხე ნაწილს ჯონ ჰამბურგი გადაიღებს, მასვე ეკუთვნის სერიალის პირველი სამი ნაწილის სცენარი. ეს ფილმი კი Meet the Fockers (2004) და Little Fockers (2010)-ის გაგრძელება.

აღსანიშნავია, რომ არიანა გრანდემ, სანამ პოპ-სუპერვარსკვლავი გახდებოდა, კარიერა Nickelodeon-ის სერიალებით, Victorious-ით და iCarly-ით დაიწყო. მან  Wicked-ის კინოვერსიაში გლინდას როლისთვის ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციები დაიმსახურა. არიანა გრანდესთვის ეს პირველი კინო როლი იქნება ახალ ფილმში, ხოლო მიუზიკლის მეორე ნაწილის, Wicked: For Good-ის გამოსვლა კინო ეკრანებზე 21 ნოემბერს იგეგმება..

ნახეთ რობერტ დე ნიროს სტუმრობა შაბათის ღამის შოუში:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კენდრიკ ლამარი, SZA და კრის ბრაუნი 2025 წლის BET Awards-ის რეკორდსმენები გახდნენ

შემდეგი სტატია

The Beach Boys-ის მომღერალი ბრაიან უილსონი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი