მონტროს ჯაზის ფესტივალზე ბენსონ ბუნმა სემ ფენდერის სიმღერა – Seventeen Going Under შეასრულა

„ის ჩემთვის ძალიან შთამაგონებელი და ნიჭიერი არტისტია,” – მიმართა ბენსონ ბუნმა აუდიტორიას.
Benson Boone
Door 24

ბენსონ ბუნმა შვეიცარიაში, მონტროს ჯაზის ფესტივალზე, სემ ფენდერის სიმღერა –  Seventeen Going Under შეასრულა მას შემდეგ, რაც ბრიტანელ არტისტს ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუხდა.

ფენდერი 15 ივლისის საღამოს მთავარი შემსრულებელი უნდა ყოფილიყო, სადაც ასევე ბენსონ ბუნი და მარკ ამბორიც გამოდიოდნენ. თუმცა 4 ივლისს ფენდერმა სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ ერთ-ერთ ხმის იოგზე სისხლჩაქცევის გამო, ექიმებმა ორკვირიანი პაუზის აღება ურჩიეს და ამიტომაც ვერ შეძლებდა გამოსვლას.

„ძალიან დამთრგუნველია, რადგან მუდამ ვუფრთხილდები ხმას და ეს წელი კარიერის საუკეთესო ეტაპად მიმაჩნდა,“ – დაწერა მან. „თუ მაინც გამოვიდოდი სცენაზე, შესაძლოა, ხმის იოგებისათვის სერიოზული ზიანი მიმეყენებინა.“

ფესტივალის ორგანიზატორებს ფენდერის ნაცვლად სხვა შემსრულებელი არ მოუწვევიათ. შედეგად, ბუნი კონცერტის ჰედლაინერი გახდა. გამოსვლამდე მან მაყურებელს ჰკითხა: „სემ ფენდერის სანახავად ხომ არ მოსულხართ? ის ჩემთვის ძალიან შთამაგონებელი და ნიჭიერი არტისტია.“

შემდეგ ბუნმა გულწრფელად აღიარა, რომ ლაინაფში ფენდერის ადგილის დაკავება აშინებდა და ელოდა, რომ ამისგან განაწყენებული მსმენელი დახვდებოდა, თუმცა გულშემატკივრებმა სითბოთი მიიღეს. ბუნმა ფენდერის პატივსაცემად მისი 2021 წლის სინგლი – Seventeen Going Under შეასრულა. 

„იმედი მაქვს, რომ ვინც სემის სანახავად იყო მოსული, ამ სიმღერის ემოციის თუნდაც ხუთ პროცენტს მიიღებს,“ – უთხრა ბუნმა აუდიტორიას. „ეს მართლაც ულამაზესი სიმღერაა.“

სემ ფენდერის ბოლო ალბომი – People Watching მიმდინარე წლის თებერვალში გამოვიდა და Seventeen Going Under-ს მოჰყვა. თუმცა მის გამოცემასაც თან ახლდა ხმის იოგების პრობლემები, რის გამოც არტისტმა შარშან რამდენიმე კონცერტი გააუქმა. „ორი სხვადასხვა ლარინგოლოგისგან მივიღე გაფრთხილება, რომ თუ ახლა ვიმღერებ, ხმას სერიოზულ და პოტენციურად შეუქცევად ზიანს მივაყენებ. ამიტომ მირჩიეს, რომ თავი შევიკავო, სანამ სრულად არ გამოვჯანმრთელდები,“ – განუცხადა ფენდერმა გულშემატკივრებს რამდენიმე თვის წინ, 2024 წლის 17 დეკემბერს.

ამჟამად ის სცენაზე დაბრუნებას 8 აგვისტოს გეგმავს. არტისტი მსმენელის წინაშე დანიის ფესტივალზე – Syd For Solen-ზე ჰედლაინერის სტატუსით წარდგება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლაივ კონცერტების სერია Iveria Beach-ზე

შემდეგი სტატია

რობერტ პლანტმა ქავერ სიმღერების ალბომის გამოცემა დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი