რობერტ პლანტმა ქავერ სიმღერების ალბომის გამოცემა დააანონსა

ალბომის სახელწოდებაა Saving Grace, რაც პლანტის ახალი ბენდის სახელწოდებაც არის.
Robert Plant & Band
Tom Oldham

26 სექტემბერს რობერტ პლანტი ახალ ალბომს გამოსცემს. Saving Grace – ეს არის ქავერ სიმღერებისგან შემდგარი პროექტი, რომელიც იმეორებს პლანტის ახალი ბენდის სახელწოდებას. ჯგუფის წევრები არიან ვოკალისტი სუზი დაიანი, ოლი ჯეფერსონი, ტონი კელსი, მეტ უორლი და ბარნი მორს-ბრაუნი. ალბომის ანონსთან ერთად ბენდმა გაავრცელა მთავარი სინგლი – Everybody’s Song, რაც ჯგუფ Low-ის 2005 წლის სიმღერის ინტერპრეტაციაა.

პლანტი Saving Grace-ის წევრებს კოვიდის პანდემიის პერიოდში, ინგლისის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრებისას დაუკავშირდა. ალბომი 2019 წლის აპრილიდან 2025 წლის იანვრამდე პერიოდში ჩაიწერა. Saving Grace მოიცავს სხვადასხვა არტისტისა და ბენდის კომპოზიციების ქავერებს, მათ შორის არიან: მემფის მინნი, ბობ მოსლი (Moby Grape-ის წევრი), ბლაინდ უილი ჯონსონი, The Low Anthem, მარტა სკენლანი, სარა სისკინდი და Low. 2025 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, ალბომის მხარდასაჭერად, ჯგუფი ევროპის და აშშ-ის მასშტაბით 21-დღიან ტურნეს გამართავს.

„ძალიან ბევრს ვიცინით. მგონია, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. მეც მიყვარს სიცილი,“ – ამბობს პლანტი ჯგუფზე. „მართლა ვერ ვხედავ მიზეზს, რამე ძალიან სერიოზულად აღვიქვა. არ დავღლილვარ და ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა. ჯგუფის წევრები საოცრად თბილი ხალხია. სრულიად უნიკალური სტილით მღერიან. ვფიქრობ, ერთად მართლაც ძალიან საინტერესო სივრცეში აღმოვჩნდით.“

ბოლო ათწლეულების განმავლობაში პლანტი სხვადასხვა ჯგუფთან ერთად წარდგა სცენაზე. მათ შორის იყო Sensational Shapeshifters და, რა თქმა უნდა, ლეგენდარული Led Zeppelin.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მონტროს ჯაზის ფესტივალზე ბენსონ ბუნმა სემ ფენდერის სიმღერა – Seventeen Going Under შეასრულა

შემდეგი სტატია

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – GAT (ფილიპინები)

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი