ბილი აილიშმა საჩუქრები გაუგზავნა 18 წლის ფანს, რომელმაც ის აგრესიული მსმენელისგან დაიცვა

ბილი აილიში პირველი არ არის, ვინც ანაიას გამბედაობა აღნიშნა – სულ რამდენიმე დღეში აილიშის 18 წლის მსმენელმა TikTok-ზე ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი მოიპოვა.
ბილი აილიში. 2025 წლის 9 ოქტომბერი.
ARTURO HOLMES/GETTY IMAGES

ბილი აილიშის მაიამის კონცერტზე მომხდარი უსიამოვნო შემთხვევის შემდეგ, მისი ერთ-ერთი ფანი ინტერნეტ სივრცეში პოპულარული გახდა.

გასულ კვირას 18 წლის ანაია, რომელიც შოუს ესწრებოდა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. Kaseya Center-ში გამართულ შოუზე ერთ-ერთმა მაყურებელმა აილიშს ხელი ჩაჰკიდა და ბარიერებზე მიანარცხა. შემთხვევა არაერთ ვიდეოში დააფიქსირეს. ამ დროს, როცა დაცვას ის ადგილიდან გაჰყავდა, ახალგაზრდა ფანი დაედევნა თავდამსხმელს და უსაყვედურა.

რამდენიმე დღეში, აილიშმა ანაიას მადლობის ნიშნად ჰუდი და სხვა საჩუქრები გაუგზავნა.  ანაიამ ინსტაგრამის Story-ში ფოტო გააზიარა, წარწერით – „დიდი მადლობა საჩუქრებისთვის, ბილი!!!“

ბილი აილიში პირველი არ არის, ვინც ანაიას გამბედაობა აღნიშნა – სულ რამდენიმე დღეში, აილიშის 18 წლის მსმენელმა TikTok-ზე ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი მოიპოვა. მომღერლის ფანებმა მას საქციელისთვის მადლობა გადაუხადეს. ინციდენტის შემდეგ ბილის ძმამ, ფინეასმაც მონიშნა ანაია თავის ინსტაგრამის Story-ში და მისი სიმამაცე შეაქო. პოპვარსკვლავს თავად საჯაროდ არ უსაუბრია მომხდარზე, თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ ABC News-ს დაუდასტურა, რომ აგრესიული მაყურებელი დაუყოვნებლივ გააძევეს Kaseya Center-იდან. შემდგომი სამართლებრივი ზომები მიღებული არ ყოფილა.

მაიამიში კონცერტების სერია უკვე დასრულდა. აილიშის ტურნე Hit Me Hard and Soft, რომელიც 2024 წლის სექტემბერში დაიწყო, ორლანდოში, Kia Center-ში 14 ოქტომბერს გაგრძელდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2026 წლის გრემის საუკეთესო რეპალბომის ჯილდოს მთავარი კანდიდატები: კენდრიკ ლამარი, Clipse და Tyler, the Creator

შემდეგი სტატია

ბიონსე D’Angelo-ს გარდაცვალებას ეხმაურება და მას პატივს მიაგებს: „არასოდეს დაგივიწყებთ”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი