ჯონი მიტჩელს Juno Awards-ის Lifetime Achievement ჯილდო გადაეცემა

ნელი ფურტადო კი კანადის მუსიკის დიდების ხეივანში შევა.
ჯონი მიტჩელი
FRAZER HARRISON/GETTY IMAGES

ჯონი მიტჩელი ჯუნოს დაჯილდოებაზე მიდის. ლეგენდარულ მუსიკოსს 2026 წლის ცერემონიაზე Lifetime Achievement ჯილდო გადაეცემა. ამის შესახებ განცხადება 24 ნოემბერს გავრცელდა. მიტჩელი მესამე ადამიანი გახდება, რომელიც აღნიშნულ ჯილდოს მიიღებს, თავად პიერ ჯუნოსა (1989) და ენ მურის (2025) შემდეგ.  

„ეს ჯილდო ერთგვარი აღიარებაა ჯონი მიტჩელის განსაკუთრებული სახელოვნებო წვლილისა და მდგრადი გავლენისა გლობალურ მუსიკალურ კულტურაზე,” – ვკითხულობთ განცხადებაში. „ჩვენ პატივს მივაგებთ მიტჩელს – ჯუნოს ოთხგზის გამარჯვებულსა და კანადის ღირსების ორდენის კავალერს – თავისი ინოვაციური შემოქმედებისთვის, რომელმაც სხვადასხვა ჟანრში თაობებს შთააგონა.” 

კანადელი ვარსკვლავი ცოტა ხნის წინ ასევე დაჯილდოვდა SOCAN-ის პრიზით, თუმცა მან ტორონტოში ჩასვლა ვერ მოახერხა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო მიტჩელი იშვიათად მოგზაურობს და ტურნეებსაც შემცირებული მასშტაბით მართავს. ჯუნოს ორგანიზატორების თქმით, ამჯერად მუსიკოსი ჯილდოს მისაღებად ჰამილტონში ჩავა.

კარიერის განმავლობაში მიტჩელს არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული როგორც მშობლიურ კანადაში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. ის შესულია კანადის მუსიკის დიდების დარბაზში და მიღებული აქვს კანადის უმაღლესი ჯილდო საშემსრულებლო ხელოვნებისთვის. მიტჩელი არის კანადის ღირსების ორდენის კავალერიც. 

2002 წელს მას ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიისგან Lifetime Achievement Award გადაეცა, მანამდე კი, 1995 წელს, „ბილბორდის” საუკუნის ჯილდოს მფლობელი გახდა. მიტჩელი შესულია როკ-ენ-როლისა და კომპოზიტორების დიდების დარბაზებში. 

კანადელი ლეგენდის გარდა, წლევანდელი ჯუნოს დაჯილდოება პატივს მიაგებს ნელი ფურტადოსაც, რომელიც კანადის მუსიკის დიდების დარბაზში შევა. ჯუნოს ათგზის გამარჯვებული და 2024 წლის ცერემონიის წამყვანი, ფურტადო ასევე ფლობს გრემისა და ლათინური გრემის ჯილდოებს. მსოფლიოს მასშტაბით მას 35 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.

განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა ახალი ამბავი, რომლის მიხედვითაც ცერემონიის სცენაზე ადგილობრივი როკგმირები წარდგებიან – ბენდი Arkells, რომელთაც ჯუნოს ცხრა ჯილდო აქვთ მოგებული. ღონისძიების სხვა მონაწილეთა ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Cynthia Erivo 'Simply More.' AMAZON

სინთია ერივო ცხოვრებისეულ გამოცდილებას ახალ წიგნში – Simply More-ში აზიარებს

შემდეგი სტატია

A$AP Rocky-ს მსმენელები ფიქრობენ, რომ რეპერის ახალი ალბომის გამოცემის თარიღის შესახებ მინიშნება აღმოაჩინეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი