A$AP Rocky-ს მსმენელები ფიქრობენ, რომ რეპერის ახალი ალბომის გამოცემის თარიღის შესახებ მინიშნება აღმოაჩინეს

ფანებს ისევ გაუჩნდათ იმედი, რომ 2026 წელს ალბომი საბოლოოდ გამოიცემა.
A$AP Rocky ფესტივალ Camp Flog Gnaw-ის სცენაზე. კალიფორნია, 2025 წლის 23 ნოემბერი.
KATIE FLORES

A$AP Rocky-ს ალბომის – Don’t Be Dumb-ის გამოსვლა არაერთხელ გადაიდო, თუმცა ფანებს ისევ გაუჩნდათ იმედი, რომ 2026 წელს ის საბოლოოდ გამოიცემა. ასეთი ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაყურებლებმა რეპერის სამოსში თითქოს მინიშნება აღმოაჩინეს. ეს მოხდა Camp Flog Gnaw-ის სცენაზე, სადაც A$AP Rocky 23 ნოემბერს გამოვიდა.

Rocky-მ თავისი სეტი შთამბეჭდავად დაიწყო – სცენაზე ვერტმფრენის კიდეზე ჩამოკიდებული, მეგაფონით ხელში გამოჩნდა. მოგვიანებით, როცა ქურთუკი გაიხადა, გამოჩნდა ჰუდი, რომლის სახელოზეც ციფრები იყო გამოსახული.

“01162026” – ეს იყო შავად დატანილი წარწერა, რაც ბევრმა აღიქვა, როგორც მინიშნება შესაძლო თარიღზე, უფრო კონკრეტულად კი – 2026 წლის 16 იანვარზე.

16 იანვარი პარასკევია – ტრადიციული დღე ალბომის გამოსაშვებად. თუმცა ზოგიერთი მსმენელი სკეპტიკურად არის განწყობილი. მათ გაიხსენეს, რომ 16 იანვარს აშშ-ში National Nothing Day აღინიშნება და წარწერასაც, შესაძლოა, უბრალოდ ეს მნიშვნელობა ჰქონდა.

უკვე წლებია, Don’t Be Dumb-ის გამოსვლის არაერთი თარიღი დადასტურდა და შემდეგ ისევ გადაიდო, ამიტომ ჯერ კიდევ უცნობია, არის თუ არა 16 იანვარი ის დღე, როცა რეპერი ხმაურიანად დაანონსებულ ალბომს ბოლოს და ბოლოს გამოსცემს.

A$AP Rocky-ს ბოლო ალბომი – TESTING 2018 წელს გამოვიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯონი მიტჩელს Juno Awards-ის Lifetime Achievement ჯილდო გადაეცემა

შემდეგი სტატია

დავით გულარაშვილი - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

სიჩუმის ხმა მუსიკაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი