ნოდარიკო ხუციშვილი სადებიუტო ალბომს გამოსცემს

ალბომი, სახელწოდებით „სიკეთე თოვლად მოვა“ 15 დეკემბერს გამოვა.
ნოდარიკო ხუციშვილი

ნოდარიკო ხუციშვილი თიზერს აქვეყნებს, რომლითაც თავის პირველ ალბომს აანონსებს. „სიკეთე თოვლად მოვა“ – ასე ჰქვია ნამუშევარს, რომელიც 15 დეკემბერს მუსიკალურ ლეიბლ Break Records-ზე გამოიცემა. მუსიკოსი ალბომზე ლუკა ქიტიაშვილთან, ნიკალა ზიბუაშვილთან და გიორგი ჩაგელიშვილთან ერთად მუშაობს.

„ჩემს პირველ ალბომზე ვმუშაობ – ზამთრის ალბომზე. ზამთარი ხშირად სხვადასხვა რამესთან ასოცირდება – პირველ თოვლთან, სრიალთან, შობასთან, ახალ წელთან, ნატვრასთან, რაღაც ჯადოსნურთან და მუსიკასთან. მუსიკა სულ არის, მაგრამ არის ისეთიც, რომელიც განსაკუთრებით წელიწადის ამ დროს უხდება და ზამთრის ისტორიებს საუნდტრეკად მიჰყვება. იმედია, ჩემი ალბომიც ბევრ თქვენს თავგადასავალს გააფერადებს,“ – ამბობს ნოდარიკო ცუხიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Fyütch & Aura V SAM POPP

ცხრა არტისტი, რომელთაც გრემის ნომინაცია 11 წლის ასაკამდე აქვთ მიღებული, მათ შორის ორი 2026 წლის გრემის ნომინანტთა სიაშია

შემდეგი სტატია

Tatuza Jazz Club-ში აარონ პარკსის ტრიოს მუსიკალური საღამო გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა
მეტი

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი
ლუკა თოფურია და NIKALA ელენე წულეისკირი

ლუკა თოფურიას და NIKALA-ს ერთობლივი საღამო Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში

23 მაისს სასტუმრო Telegraph-ის თავზე მდებარე Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში თანამედროვე ჯაზის, სოულისა და ელექტრონული ჟღერადობის უნიკალური კოლაბორაცია შედგება.
მეტი