ცხრა არტისტი, რომელთაც გრემის ნომინაცია 11 წლის ასაკამდე აქვთ მიღებული, მათ შორის ორი 2026 წლის გრემის ნომინანტთა სიაშია

ამ ახალგაზრდა არტისტებიდან ერთ-ერთი მოგვიანებით გრემის ცხრაგზის გამარჯვებული გახდა.
Fyütch & Aura V SAM POPP
Fyütch & Aura V SAM POPP

7 ნოემბერს გრემის 68-ე ყოველწლიური დაჯილდოების ნომინანტები გამოცხადდა, მათ შორის ორი არტისტი კი 11 წლამდე ასაკისაა. ორივე მათგანი მშობლებთან ერთად შექმნილი ნამუშევრით საუკეთესო საბავშვო მუსიკალური ალბომის კატეგორიაშია წარდგენილი. 

Aura V, 8 წლის, ნომინირებულია ალბომისთვის Harmony, რომელშიც მან მამასთან, FYÜTCH-სთან ითანამშრომლა.

Joya კი ნომინაციას ალბომ Ageless: 100 Years Young-ისთვის იღებს, რომელიც დედასთან, Joanie Leeds-თან ერთად შექმნა. (აღსანიშნავია, რომ Joanie Leeds-მა ამავე კატეგორიაში ხუთი წლის წინ ალბომით All the Ladies გაიმარჯვა).

გრემის ისტორიაში დღემდე კიდევ შვიდ 11 წლამდე არტისტს აქვს მიღებული ნომინაცია. მათგან სამმა, წინამორბედების მსგავსად, მშობელთან ერთად შექმნილი კოლაბორაციით მიიღო ნომინაციები. Hazel Monét ნომინირებული იყო დედის  –  Victoria Monét-ის გრემის გამარჯვებულ ალბომ Jaguar II-იდან შესრულებული ტრეკისთვის. Bobby Bare Jr.-მა ნომინაცია მამასთან, ქანთრის ლეგენდა Bobby Bare-თან დუეტისისთვის მიიღო. Blue Ivy Carter კი დედის, Beyoncé-ს Brown Skin Girl-ის ვიდეოში მონაწილეობისთვის იყო ნომინირებული.

ამ წლის საუკეთესო საბავშვო მუსიკალური ალბომის სხვა ნომინანტები არიან:

Mega Ran  – Buddy’s Magic Tree House,

Flor Bromley  – Herstory 

Tori Amos  – The Music of Tori and the Muses.

ეს არის Tori Amos-ის კარიერაში მეათე, თუმცა ამ კატეგორიაში პირველი ნომინაცია. დანარჩენი ნომინაციები არტისტს როკისა და ალტერნატიული მუსიკის კატეგორიებში ჰქონდა, თუმცა, მიუხედავად მრავალწლიანი წარმატებებისა, მას კვლავ არ აქვს გრემის ჯილდო.

ნახეთ ცხრა არტისტის სია, რომელთაც გრემის ნომინაცია 11 წლის ასაკამდე მიიღეს.

სტეფან მარლი – 10 წლის ( გრემის ნომინაცია მიიღო 1983 წელს)

კატეგორია: საუკეთესო ეთნიკური ან ტრადიციული ფოლკ-ჩანაწერი.

ნომინირებული ნამუშევარი: Reggae Sunsplash ’81, A Tribute to Bob Marley (Various Artists)

შენიშვნა: ბობ მარლის პირველი ნომინაცია მიღებული ჰქონდა The Melody Makers-ის წევრის სტატუსით. Reggae Sunsplash ’81, A Tribute to Bob Marley მოიცავდა ასევე არტისტებს: Steel Pulse, I-Threes, The Wailers, Eek-A-Mouse, Dennis Brown, Black Uhuru, Sheila Hylton, Gregory Isaacs, Carlene Davis, Mighty Diamonds და Third World.

სტეფან მარლი  არის რეგეის ლეგენდის, ბობ მარლისა და რიტა მარლის მეორე შვილი. სტეფანი გრემის ცხრაგზის გამარჯვებულია. პირველი ჯილდო მან 1989 წელს მიიღო ჯგუფ Ziggy Marley & the Melody Makers-ის წევრის სტატუსით, ალბომისთვის Conscious Party, რომელმაც საუკეთესო რეგეი ჩანაწერის კატეგორიაში გაიმარჯვა. მან ბოლო გამარჯვება წელს, როგორც პროდიუსერმა მოიპოვა ალბომისთვის – Bob Marley: One Love  – Music Inspired by the Film (Deluxe), რომელმაც საუკეთესო რეგეი ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა.

ჰეიდენ პანეტიერი – 10 წლის (2000 წელს მიიღო გრემის ნომინაცია)

კატეგორია: საუკეთესო აუდიო-ალბომი ბავშვებისთვის.

ნომინირებული ნამუშევარი: A Bug’s Life Read-Along

შენიშვნა: A Bug’s Life Pixar-ის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია Toy Story (1995)-ის შემდეგ. ფილმში მონაწილეობდნენ დეივ ფოლი, კევინ სპეისი, ჯულია ლუის დეიფუსი და ჰეიდენ პანეტიერი. ფილმის სიუჟეტი ეზოპეს იგავის, „ჭიანჭველა და კალიას“ მიხედვით იყო შთაგონებული.

Joya  – 10 წლის – (2026 წლის გრემის ნომინაცია)

კატეგორია: საუკეთესო საბავშვო მუსიკალური ალბომი.

ნომინირებული ნამუშევარი: Ageless: 100 Years Young (Joanie Leeds & Joya)

შენიშვნა: Joanie Leeds-მა ამავე კატეგორიაში ხუთი წლის წინ გაიმარჯვა ალბომით All the Ladies, რომელიც მთლიანად ქალთა უფლებების დაცვის თემაზე შექმნილი კონცეპტუალური ნამუშევარი იყო. ალბომში შედიოდა არტისტის საავტორო სიმღერები ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ. 

Blue Ivy Carter  – 8 წლის,  (2021 წლის გრემის ნომინაცია)

კატეგორია: საუკეთესო მუსიკალური ვიდეო.

ნომინირებული ნამუშევარი: Brown Skin Girl  – Beyoncé, Blue Ivy & WizKid

შენიშვნა: Blue Ivy –  Beyoncé-სა და Jay-Z-ის შვილია — წყვილის, რომელთაც ერთად გრემის რეკორდული რაოდენობა – 60 ჯილდო აქვთ მიღებული. Brown Skin Girl-მა 2021 წლის 14 მარტს აიღო ჯილდო, როცა Blue Ivy 9 წლის იყო. მას შემდეგ იგი გრემის ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულ არტისტად ითვლება. 

Bobby Bare Jr.  – 8 წლის –  (გრემის ნომინაცია მან 1975 წელს მიიღო)

კატეგორია: საუკეთესო ვოკალური შესრულება ქანთრის ჟანრში, დუეტის ან ჯგუფის მიერ.

ნომინირებული ნამუშევარი: Daddy What If  –  Bobby Bare, Bobby Bare Jr.

შენიშვნა: Bobby Bare განსაკუთრებით 1963 წლის ჩანაწერით, Detroit City-თ არის ცნობილი, რომელმაც გრემი 1964 წელს საუკეთესო ქანთრი & ვესტერნ ჩანაწერის კატეგორიაში მოიგო. სიმღერა Daddy What If-ის ავტორი Shel Silverstein-ია, რომელიც 1973 წელს ქანთრი ჩარტში მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა, ხოლო Hot 100-ში  –  N 41-ე ადგილი დაიმკვიდრა. 

დელეონ რიჩარდსი – 8 წლის – (გრემის ნომინაცია მან 1986 წელს მიიღო)

კატეგორია: საუკეთესო სოულ-გოსპელ შესრულება  –  ქალი.

ნომინირებული ნამუშევარი: DeLeon.

შენიშვნა: დელეონ რიჩარდსი ყველაზე  ახალგაზრდა არტისტია, რომელსაც ინდივიდუალური ნომინაცია აქვს მიღებული. მან ალბომ DeLeon-ის (1984) შემდეგ მრავალი გოსპელ-ალბომი გამოსცა.

Aura V  – 8 წლის  (გრემის ნომინაცია 2026 წელი)

კატეგორია: საუკეთესო საბავშვო მუსიკალური ალბომი.

ნომინირებული ნამუშევარი: Harmony  –  FYÜTCH & Aura V

შენიშვნა: FYÜTCH (Harold Simmons II) არის არტისტი და პედაგოგი, რომლის სოციალური სამართლიანობის საგანმანათლებლო პროგრამები მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ისწავლება. ის ასევე არის ბავშვთა პოდკასტ Once Upon a Beat-ის წამყვანი. მამა-შვილი ამ ზაფხულს ისეთ დარბაზებში წარდგნენ, როგორებიცაა ლინკოლნის ცენტრი, კენედის ცენტრი, კარნეგი ჰოლი და ლოლაპალუზა.  მათ ასევე აქვთ საკუთარი პოდკასტი The Family Frequency.

ლეა ფისალი –  8 წლის (გრემის ნომინაცია 2002 წელი)

კატეგორია: წლის ალბომი.

ნომინირებული ნამუშევარი: O Brother, Where Art Thou? – საუნდტრეკი (The Peasall Sisters)

შენიშვნა: ჯგუფში ასევე იყვნენ 11 წლის ჰანა ფისალი და 14 წლის სარა ფისალი. მათ შეასრულეს სიმღერები In the Highways და Angel Band ფილმის საუნდტრეკისთვის. ალბომმა დიდი წარმატება დაიმსახურა და ორი კვირის განმავლობაში Billboard 200-ის ლიდერ  პოზიციას იკავებდა, საბოლოოდ კი წლის ალბომის ჯილდო მიიღო. ლეა ფისალი  დღესაც  გრემის  ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული არტისტის ტიტულს ფლობს.

Hazel Monét  – 2 წლის (2024 წლის გრემის ნომინაცია)

კატეგორია: საუკეთესო ტრადიციული R&B შესრულება.

ნომინირებული ნამუშევარი: Hollywood – Victoria Monét feat. Earth, Wind & Fire & Hazel Monét

შენიშვნა: Hollywood არის JAGUAR II-ის ბოლო სინგლებიდან ერთ-ერთი – Victoria Monét-ის პირველი სრულმეტრაჟიანი სტუდიური ალბომი. Victoria-ს იმ წელს სამი გრემი გადაეცა საუკეთესო ახალი არტისტის ნომინაციაში, საუკეთესო R&B ალბომისთვის და საუკეთესო არაკლასიკური ალბომისთვის. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მუსიკალური პროექტი SPID და მისი ახალი ალბომი

შემდეგი სტატია

ნოდარიკო ხუციშვილი სადებიუტო ალბომს გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Heima Production

Heima Production-ი The One Club for Creativity-ის 2025 წლის გლობალური რეიტინგების მუსიკისა და ხმის დიზაინის კატეგორიების ათეულშია

The One Club for Creativity-ის 2025 წლის გლობალურ რეიტინგებს შორის Heima Production ევროპის მასშტაბით მე-2, ხოლო მსოფლიო მასშტაბით მე-8 ადგილზეა.
მეტი

რას გვეუბნება წლევანდელი გრემის ნომინაციები ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის საქმიანობაზე

ამ კვირის რუბრიკა „ხუთი ცხელი შეკითხვა” მიმოიხილავს გრემის ნომინაციებს და იმას, თუ როგორ ასახავენ ისინი დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიას.
მეტი

ჩეპელ როუნმა სინდი ლოპერს Gen Z თაობის პოპვარსკვლავების გზის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა

„ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითია,“ - აღნიშნა ჩაპელ როუნმა სინდი ლოპერის როკ-ენ-როლის მიღების ცერემონიაზე.
მეტი

ნახეთ 2025 წლის მსოფლიო საუნდტრეკის დაჯილდოების გამარჯვებულთა სია

ერთ-ერთი გამარჯვებული Severance-ის კომპოზიტორი თეოდორ შაპიროა, რომელმაც გასულ თვეს იმავე ნამუშევრისთვის „პრაიმტაიმ ემის” ჯილდო დაიმსახურა.
მეტი