ლეონარდო დიკაპრიო  ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მუსიკაზე საუბრობს

ახლახან TIME-მა დიკაპრიოს „გასართობი ინდუსტრიის წლის ადამიანის“ სტატუსი მიანიჭა. ამ თემასთან დაკავშირებულ ინტერვიუში ოსკაროსანი მსახიობი საუბრობს, თუ როგორ მოქმედებს AI მუსიკაზე.
ლეონარდო დიკაპრიო. 2025 წლის 19 ნოემბერი. ლონდონი, ინგლისი.
ANTONY JONES/GETTY IMAGES

ლეონარდო დიკაპრიო მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი „ახალგაზრდა კინორეჟისორის ხელში გამაძლიერებელ ინსტრუმენტად იქცეს, რათა შექმნას ისეთი რამ, რაც აქამდე არასოდეს გვინახავს“. ამავდროულად, ის წუხს, რომ ამ პროცესში ზოგიერთმა ნიჭიერმა ადამიანმა შესაძლოა, სამსახური დაკარგოს. 

ახლახან TIME-მა დიკაპრიოს „გასართობი ინდუსტრიის წლის ადამიანის“ სტატუსი მიანიჭა. ამ თემასთან დაკავშირებულ ინტერვიუში ოსკაროსანი მსახიობი საუბრობს, თუ როგორ მოქმედებს AI მუსიკაზე.

„ვფიქრობ, ყველაფერი, რაც ავთენტურ ხელოვნებად უნდა ჩაითვალოს, ადამიანისგან უნდა მოდიოდეს“, – უთხრა დიკაპრიომ ჟურნალს, თუმცა აქვე ახსენა AI-ით შექმნილი ე.წ. Mashup სიმღერები, რომლებსაც „აბსოლუტურად დიდებული“ უწოდა. Mashup მუსიკალური ნაწარმოებია, რომელიც შექმნილია ორ ან მეტ დამოუკიდებელ სიმღერაში არსებული ელემენტების შერწყმით. დიკაპრიომ ამავე დროს მკაცრად გააკრიტიკა ალგორითმით შექმნილი ორიგინალური მუსიკა. „ეს Mashup სიმღერები უბრალოდ ბრწყინვალეა. უსმენ და ამბობ: ღმერთო ჩემო, ეს მაიკლ ჯექსონია, რომელიც The Weeknd-ს ასრულებს“ – თქვა დიკაპრიომ AI-ით გენერირებული მუსიკის შესახებ. 

მსახიობის თქმით, მისი თავდაპირველი რეაქცია კომპიუტერულად გენერირებულ მაშაპებზე დადებითია, მაგრამ მიაჩნია, რომ ის ხანმოკლე პოპულარობის შემდეგ უბრალოდ იფანტება ინტერნეტსივრცეში. „მას არ აქვს დასაყრდენი. მასში არ იგრძნობა ადამიანურობა, როგორი ბრწყინვალეც არ უნდა იყოს,” – აღნიშნავს მსახიობი. 

ბოლო დროს AI-ით გენერირებული მუსიკა გამოგონილი შემსრულებლების ჩარტებში ხშირად დომინირებს. მაგალითად, არარეალურმა არტისტმა, Breaking Rust-მა, ცოტა ხნის წინ Country Digital Songs Sales ჩარტში პირველ ადგილს მიაღწია სიმღერით – Walk My Walk?. ასევე აღსანიშნავია Xania Monet, რომელიც R&B Digital Song Sales-ის ჩარტის სათავეში მოექცა სიმღერით – How Was I Supposed to Know?

დიკაპრიომ საყვარელ ჟანრებზეც ისაუბრა და მათ შორის ბლუზი გამოყო:  „მე მომწონს მეორე მსოფლიო ომის ეპოქის ჰარმონიული მუსიკა. ეს მეხმარება, დავმშვიდდე და მოვდუნდე,“ – თქვა დიკაპრიომ. მან გაამხილა, რომ ასევე უყვარს მე-20 საუკუნის დასაწყისის ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორებიც არიან: გიტარისტი ჯანგო რეინჰარდტი, ასევე სოულ/R&B ლეგენდები – ელ გრინი და სტივი უანდერი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბენდი MokuMoku „თათუზაში”

შემდეგი სტატია

ბიონსე 2026 წლის „მეტ გალას” თანათავმჯდომარე იქნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი