ბიონსე 2026 წლის „მეტ გალას” თანათავმჯდომარე იქნება

პოპვარსკვლავთან ერთად ამ სტატუსს ნიკოლ კიდმანი და ვენუს უილიამსი გაიზიარებენ.
ბიონსე 2025 წლიე გრემიზე
MATT WINKELMEYER/GETTY IMAGES FOR THE RECORDING ACADEMY

ბიონსეს შეუძლია მაღალი მოდა უბრალო თეთრ მაისურსა და ჯინსებში წარმოაჩინოს და სწორედ ესაა, რის გამოც ის იდეალური კანდიდატია მოდის უდიდესი საღამოს თანათავმჯდომარეობისთვის.

როგორ ცნობილი გახდა, პოპვარსკვლავი 2026 წლის „მეტ გალას” უხელმძღვანელებს. აღნიშნულ სტატუსს მასთან ერთად ოსკაროსანი ნიკოლ კიდმანი და ჩოგბურთის ლეგენდა ვენუს უილიამსი გაიზიარებენ. ინფორმაცია „ვოგის” ინსტაგრამ პოსტით გახდა ცნობილი. თავმჯდომარეების სახელებთან ერთად გამჟღავნდა ღონისძიების თემაც: „კოსტიუმის ხელოვნება”.

„2026 წლის ‘მეტ გალა’ პატივს მიაგებს კოსტიუმების ინსტიტუტის გამოფენას, სახელწოდებით ‘კოსტიუმის ხელოვნება,’”- ვკითხულობთ პოსტის აღწერაში. „ვინ ჩაიბარებს დღესასწაულის მასპინძლობას? მსოფლიოს გასართობი, სპორტისა და მოდის ინდუსტრიის მთავარი მოთამაშეები.”

თავმჯდომარეების ვინაობასა და ღონისძიების თემასთან ერთად „ვოგმა” ვებგვერდზე საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაც დაასახელა. კომიტეტს ენთონი ვაკარელო და ზოი კრავიცი გაუძღვებიან. მისი წევრები კი იქნებიან: საბრინა კარპენტერი, ლისა, Doja Cat, სემ სმითი და სხვა ცნობილი სახეები. 

რაც შეეხება „მეტ გალას” თემას, რომელიც, ტრადიციისამებრ, ნიუ-იორკის ხელოვნების მუზეუმის გამოფენის გახსნას დაუკავშირდება, წელს მისი კურატორი ენდრიუ ბოლტონი იქნება. „ვოგის” ინფორმაციით, „‘კოსტიუმის ხელოვნება’ აღმოაჩენს კავშირს ტანისამოსსა და სხეულს შორის სხეულის თემატური ტიპების მიხედვით, დაწყებული შიშველი, დასრულებული ორსული და ხანშიშესული სხეულებით.”

ახალი ამბავი განსაკუთრებით სასიხარულოა ბიონსესა და მისი ფანებისთვის, რომელთაც პოპვარსკვლავი „მეტ გალაზე” 2016 წლის შემდეგ არ უნახავთ. 

ნახეთ „ვოგის” პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლეონარდო დიკაპრიო  ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მუსიკაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

SZA-ს თქმით, თეთრი სახლი არტისტებს საკუთარი ქმედებების პიარისთვის განზრახ აღიზიანებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი