Mamaflex-ის მუსიკალური პერფორმანსი Mono Hall-ში

არტისტი სცენაზე ბენდის – DE COLLECTIVE-ის თანხლებით წარდგა.
Mamaflex. 2026 წლის 9 იანვარი, Mono Hall.

9 იანვარს Mono Hall-ში ქართველი ანონიმური არტისტის, Mamaflex-ის ლაივი გაიმართა. არტისტი სცენაზე ბენდის – DE COLLECTIVE-ის თანხლებით წარდგა. ლაივზე გამხსნელი აქტი SUPERBLOND-მა შეასრულა.

Mamaflex მუსიკალურ სივრცეში პირველად 2018 წელს გამოჩნდა. მისი პირველი ტრეკი იმავე წელს გამოქვეყნდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა საქართველოში. არტისტის მუსიკა აერთიანებს ექსპერიმენტულ ტრეფს და ჰიპ-ჰოპის ჟღერადობას. ის საკუთარ იდენტობას მალავს – მუსიკალურ ვიდეოებში და ლაივებზე ყოველთვის ნიღბით ჩნდება.

Mamaflex ქართულ მუსიკალურ სცენაზე ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც არტისტის თითქმის ყველა ტრეკი ჰიტად იქცევა. ნამუშევრების პოპულარობას მნიშვნელოვნად განაპირობებს TikTok-ის ტრენდებიც.

2025 წლის შემოდგომაზე Mamaflex-ის მუსიკა ლონდონის მოდის კვირეულზე გაჟღერდა, როცა KEBURIA-ს მოდის სახლმა კოლექცია სწორედ მისი ნამუშევრების ფონზე წარადგინა. ჩვენებაზე დიზაინერმა გიორგი ქებურიამ მუსიკალურ გაფორმებად Mamaflex-ის რამდენიმე ჰიტი გამოიყენა. შოუზე გაჟღერებულ კომპოზიციებს შორის იყო „Korupto“, რომელიც 2025 წლის ივლისში გამოქვეყნდა.

Mono Hall-ში გამართული ლაივი DE COLLECTIVE-თან ერთად მუსიკალურად მრავალფეროვანი იყო. ელექტრონული გიტარის, ბას-გიტარისა და დრამის ჟღერადობის ინტეგრირებით, მსმენელმა Mamaflex-ის რამდენიმე ტრეკის ალტერნატიული ვერსიაც მოისმინა. ლაივზე შესრულდა ისეთი ნამუშევრები, როგორებიცაა: „Trigan“, „Dead at 29“, „Korupto“, „007 No Master“, „BMF“, „Gato Bandido“ და სხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრუნო მარსი 2022 წლის 3 აპრილი, ლას-ვეგასი. CHRISTOPHER POLK/PMC

კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

შემდეგი სტატია

გრეისი აბრამსი Chanel-ის ვახშამზე, 2026 წლის 7 იანვარი, ლოს-ანჯელესი. GILBERT FLORES/VARIETY

გრეისი აბრამსი ახალი ალბომის შესახებ: „უკვე სრულიად მზად ვარ”

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი