Apple Tv+-ის ცნობილ სერიალში ინოლა გურგულიას „მოვალ” და სხვა ქართული სიმღერები გაჟღერდა

ახალი ეპიზოდების ნაწილი საქართველოშია გადაღებული.
ინოლა გურგულია/Apple Tv+
Apple Music/Billboard

Drops of God სტრიმინგ სერვის Apple Tv+-ის ცნობილი სერიალია, რომლის მეორე სეზონის პრემიერა 2026 წლის იანვარში შედგა. სერიალი მაყურებელს ღვინის კულტურისა და გასტრონომიის სამყაროს შესახებ უყვება. მეორე სეზონის ეპიზოდების ნაწილი საქართველოშია გადაღებული და ამ სერიებში მუსიკალური გაფორმებისათვის ძველი და ახალი ქართული სიმღერებია გამოყენებული. 

შოუში ჟღერდება ისეთი ნაწარმოებები, როგორებიც არის: ინოლა გურგულიას „მოვალ”, „ო რერო, რერო” არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეების შესრულებით, ნოდარიკო ხუციშვილის „ფერადი სიზმრები, Torcho-ს „გეწყინა?!” და ნინი ბადურაშვილის „ფიფქისფერი ფიქრები”. გარდა ქართული სიმღერების გაჟღერებისა, სერიალის მეორე სეზონში როლებს ქართველი მსახიობებიც ასრულებენ. 

Drops of God
Apple Tv+

საერთაშორისო ემის ჯილდოს მფლობელი Drops of God დაფუძნებულია New York Times-ის ბესტსელერ იაპონურ მანგაზე. სიუჟეტი ღვინის კოლექციის მემკვიდრეობისთვის კონკურენციაზე გვიყვება. 

მოუსმინეთ DROPS OF GOD-ის მეორე სეზონში გამოყენებული კომპოზიციების ოფიციალურ ფლეილისტს: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნოელ გალაგერი Big Brother Recordings/Joshua Halling

ნოელ გალაგერი Oasis-ის წარმატებული დაბრუნების შემდეგ 2026 წლის BRIT Awards-ის ჯილდოს მიიღებს

შემდეგი სტატია

BLACKPINK-დან 2022 წლის MTV-ის ვიდეო მუსიკის დაჯილდოებაზე, 2022 წლის 28 აგვისტო კრისტოფერ პოლკი

BLACKPINK საინტერესო მინი-ალბომის, DEADLINE-ის სიმღერათა სიას აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი