ნოელ გალაგერი Oasis-ის წარმატებული დაბრუნების შემდეგ 2026 წლის BRIT Awards-ის ჯილდოს მიიღებს

ღონისძიება თებერვალში გალაგერის მშობლიურ ქალაქ მანჩესტერში გაიმართება.
ნოელ გალაგერი Big Brother Recordings/Joshua Halling
ნოელ გალაგერი Big Brother Recordings/Joshua Halling

ნოელ გალაგერი Oasis-ის ბოლო დროის მასშტაბური ტურის შემდეგ 2026 წლის BRIT Awards-ის წლის სიმღერების ავტორად დასახელდა. განცხადება ცერემონიის მანჩესტერში გადატანას  ემთხვევა, ქალაქში, სადაც ნოელი და მისი უმცროსი ძმა ლიამი დაიბადნენ და გაიზარდნენ და სადაც Oasis 1991 წელს ჩამოყალიბდა. ნოელი ცერემონიას პირადად დაესწრება და ჯილდო 28 თებერვალს Co-op Live Arena-ზე გადაეცემა.

ჯილდოს ექსპერტთა ჟიური ადგენს, რომლის ბოლოდროინდელ გამარჯვებულთა შორის არიან: ედ შირანი (2022), კიდ ჰარპუნი (2023), RAYE (2024) და Charli XCX (2025).

ეს პრიზი გალაგერებისთვის ბოლო 16 წლის განმავლობაში მიღებული პირველი BRIT Award იქნება. 2010 წელს ჯგუფს ჯილდო 30 წლის წინანდელი ალბომისთვის (What’s the Story) Morning Glory? (1995 ) გადაეცა. მაშინ ლიამ გალაგერმა მიკროფონი და პრიზი აუდიტორიაში ისროლა და სცენა დემონსტრაციულად დატოვა. მოგვიანებით, გადაცემის წამყვანმა პიტერ ქეიმ ეთერში მას „იდიოტი” უწოდა.

მიუხედავად ყველაფრისა, ჯგუფის ისტორია BRIT Awards-თან მიმართებაში საკმაოდ შთამბეჭდავია. Oasis-მა პირველი ჯილდო 1995 წელს, ნომინაციაში „წლის ბრიტანული აღმოჩენა“ მოიპოვა. 1996 წლის ხმაურიან ცერემონიაზე კი, რომელიც Britpop-ის პიკს დაემთხვა, ბენდი კონკურენტ ჯგუფს, Blur-ს დაუპირისპირდა და სამი პრიზი მიიღო. 2007 წელს Oasis-ს მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო პრიზი გადაეცა. ეს გახდა მათი ბოლო BRIT Award მანამ, სანამ 2009 წელს ჯგუფი დაიშლებოდა.

2015 წელს ნოელ გალაგერმა BBC-სთან განაცხადა, რომ ჯილდოები „გაყალბებულია“ და ეს იყო „დიდ ლეიბლებს შორის გარკვეული შეთანხმების შედეგი.“ შემდეგ კი დაამატა: „ნუ მისცემთ ჩემს ნათქვამს სხვა ინტერპრეტაციას და არ დამტოვოთ ჯილდოს გარეშე. მიყვარს დაჯილდოების ცერემონიები, მთელი ეს სოციალური გარემო – ეს ძალიან სახალისოა“. BRIT Awards-ის ორგანიზატორებმა მაშინ მისი ბრალდებები უარყვეს.

Oasis-ის აღიარება Live ’25 გაერთიანებული ტურნეს შემდეგ მოვიდა, რომლის ფარგლებშიც ნოელი და ლიამი 2009 წლის შემდეგ ერთად პირველად წარდგნენ. მათ კონცერტები გამართეს დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ლათინურ ამერიკასა და აღმოსავლეთ აზიაში. ყოველივე ამან კი ბენდის ძველი ალბომები ბრიტანულ ჩარტებში დააბრუნა. ნოელი ჯგუფის პირველი სამი ალბომის: Definitely Maybe (1994), Morning Glory (1995) და Be Here Now (1997) სიმღერების ერთადერთი ავტორია, რომლებიც ტურნეს სიმღერათა სიის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა.

BRIT Awards-ის ნომინანტების სია იანვრის ბოლოს გამოქვეყნდა. წლევანდელი დაჯილდოების ფავორიტები ოლივია დინი და ლოლა იანგი არიან, თითოეულმა მათგანმა ხუთ-ხუთი ნომინაცია მოიპოვა. სემ ფენდერი ოთხ კატეგორიაშია წარდგენილი, ხოლო სამ-სამი ნომინაცია მიიღეს დეივმა, ჯიმ ლეგაქსიმ, Wolf Alice-მა, Fred again..-მა და ლილი ალენმა. ცერემონიაზე ცოცხალი შესრულებით წარდგებიან ოლივია დინი და Wolf Alice, სადაც ასევე ჰარი სტაილზის დიდ სცენაზე დაბრუნება იგეგმება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

თორნიკე ტაბატაძე – ქართველი არტისტი, Spotify-ზე მილიონობით სტრიმით

შემდეგი სტატია

Apple Tv+-ის ცნობილ სერიალში ინოლა გურგულიას „მოვალ” და სხვა ქართული სიმღერები გაჟღერდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი
NAE NAE - Red Bull Dance Your Style საქართველოს გამარჯვებული ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

NAE NAE – Red Bull Dance Your Style საქართველოს ჩემპიონია, გამარჯვებული მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება

ენერგიული ბეთლები, Mamaflex-ის პერფორმანსი და მაყურებლის გადაწყვეტილება, ქართველი მოცეკვავე NAE NAE საქართველოს სახელით Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე წარდგება
მეტი