ლამინ იამალმა ფანებს მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნის ფრაგმენტი გაუზიარა

ჰიმნი VAN HALEN-ის 80-იანი წლების საკულტო ჰიტის ახალი ვერსიაა, რომელიც Coca-Cola-სთან პარტნიორობით შეიქმნა.
ტრევის ბარკერი, ემბერ მარკი, J Balvin და სტივ ვაი.
COCA-COLA COMPANY

ლამინ იამალი მოედნის გარეთაც დიდ ყურადღებას იპყრობს. ფეხბურთის ვარსკვლავი FC Barcelona-სა და ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრების რჩეულია. ახლახან მან ფანებს Coca-Cola-ს მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ჰიმნის – Jump-ის ფრაგმენტი გაუზიარა.

სიმღერა, რომელიც უახლოეს კვირებში გამოვა, ვარსკვლავური შემადგენლობითაა წარმოდგენილი. მასში მონაწილეობენ: კოლუმბიელი სუპერვარსკვლავი J Balvin, სოულ-შემსრულებელი ემბერ მარკი, გიტარისტი სტივ ვაი (ფრენკ ზაპა, Whitesnake) და ლეგენდარული დრამერი და პროდიუსერი ტრევის ბარკერი.

სიმღერა წარმოადგენს ჯგუფ Van Halen-ის 1984 წლის ჰიტის, Jump-ის ახალ ვერსიას და გადმოსცემს მსოფლიო ჩემპიონატისთვის დამახასიათებელ დინამიკას, მოლოდინსა და ადრენალინს.

სიმღერის სრული ვერსია 6 მარტს გამოვა. 

„ყოველი მატჩის წინ მოლოდინის განცდა მხოლოდ მოთამაშეებს კი არა, ფანებსაც ეუფლებათ,“ – თქვა ლამინ იამალმა Billboard-თან საუბრისას. „მუსიკას მატჩის წინ სწორი განწყობის შესაქმნელად ვუსმენ და ვფიქრობ, Coca-Cola-ს ახალი ჰიმნი – Jump ყველას აღაფრთოვანებს მსოფლიო ჩემპიონატის წინ.“

ესპანელმა ათლეტმა ჰიმნის პირველი კადრები Instagram-ზე გააზიარა: ვიდეოში ის სპორტული ჰუდითა და ყურსასმენებით ჟურნალისტების ნაკადში მიაბიჯებს. „Qué estás escuchando?“ – ეკითხება ერთ-ერთი ჟურნალისტი („რას უსმენ?“). ლამინ იამალი იღიმის, ამ დროს კი J Balvin-ის ხმა ისმის: „Celebramos un gol con euphoria“ („გოლს ეიფორიით აღვნიშნავთ“).

ჰიმნი უკვე გაჟღერდა Coca-Cola-ს ვიდეოში – Bubbling Up, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის კამპანიის ნაწილია. ფილმი გადმოსცემს ტურნირთან დაკავშირებულ ემოციებს სხვადასხვა ეპოქიდან. ეს არის პირველი იმ სამი ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან, რომლებიც Coca-Cola-მ მსოფლიო ჩემპიონატის გლობალური კამპანიისთვის გადაიღო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ერეკლე დეისაძემ ახალი სინგლი გამოსცა

შემდეგი სტატია

ნიკი მინაჟი დონალდ ტრამპის მიერ ნაჩუქარ ხელმოწერილ ბიბლიას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საჩუქარს უწოდებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი