ანამარია ბურდულის და ჯიმი ჩეიმბერსის მუსიკალური კოლაბორაცია –  სიმღერა “ზამთარიას” ახლებური ინტერპრეტაცია

ანამარია ბურდულმა, სასცენო სახელით anman, მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან ერთად ახალი მუსიკალური კოლაბორაცია გამოუშვა – ქართული სიმღერის „ზამთარია“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც უფრო დიდი პროექტის დასაწყისია.

ქართული მუსიკის უცხოენოვან სივრცეში გადატანა მხოლოდ ტექსტის თარგმნას არ გულისხმობს, ხშირად ეს არის მცდელობა, სხვა კულტურის მსმენელს იმავე ემოციის განცდის შესაძლებლობა მისცე, რომელსაც კონკრეტული სიმღერა შენში იწვევს. სწორედ ამ იდეას ეფუძნება ანამარია ბურდულის, იგივე anman.land-ის ახალი მუსიკალური კოლაბორაცია ბრიტანელ მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან.

ანამარიასა და ჯიმის თანამშრომლობას წინ ხანგრძლივი მეგობრობა და საერთო მუსიკალური გამოცდილება უძღვის. ისინი ერთად სწავლობდნენ The BRIT School-სა და Rose Bruford College-ში, უნივერსიტეტის პერიოდში კი ერთ მუსიკალურ კოლექტივშიც უკრავდნენ.

ანამარიას თქმით, ქართული მუსიკის ინგლისური ვერსიის იდეა მას დიდი ხნის წინ გაუჩნდა, „ზამთარია“ კი სწორედ ის სიმღერა აღმოჩნდა, რომლის თარგმნაც მას განსაკუთრებით სურდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი ქართული კომპოზიციაა.

ანამარია ბურდული – anman.land – მუსიკოსი: 

„მე და ჩემმა მეგობარმა, ჯიმიმ, ერთად შევქმენით ეს სიმღერა. ის ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და ბოლო პერიოდში ერთად მუშაობაც დავიწყეთ. ადრე ერთ ბენდში ვიყავით და ერთად  ვსწავლობდით. ჯიმის ჩემი ქართველი მეგობარი შეუყვარდა და სწორედ ამიტომ ქართული სიმღერებისა და ანბანის სწავლა დაიწყო. ძალიან მოსწონდა ქართული მუსიკა და განსაკუთრებით ეს მელოდია.

დიდი ხანია, მქონდა იდეა, ეს სიმღერა მეთარგმნა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ჩემი საყვარელი სიმღერაა და მაინტერესებდა, როგორ შეიძლებოდა მისი შინაარსის ინგლისურად გადმოცემა. მინდოდა, ჩემს ინგლისელ მეგობრებსაც გაეგოთ, როგორი შეგრძნებაა ქართული სიმღერის ემოციის გადმოტანა. ამ პროცესში ჯიმიც ძალიან დამეხმარა, რადგან მან თავად ისწავლა ქართული ტექსტი.

ჯიმი ძალიან კარგი მუსიკოსია. სიმღერა თავიდან უბრალოდ იმპროვიზაციულად დავიწყეთ, ერთად ვუკრავდით, სხვადასხვა იდეას ვცდიდით და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, ეს ყველაფერი ჩაგვეწერა. ასე შეიქმნა ეს ვერსია,“ –  ამბობს მუსიკოსი.

ანამარია ბურდული და ჯიმი უკვე მუშაობენ სხვა ქართული სიმღერების ინგლისურ ინტერპრეტაციებზე და ასევე საკუთარ საავტორო სიმღერებსაც ქმნიან.

„ჯიმი საკუთარ მიუზიკლებსა და სიმღერებსაც წერს. ბენდშიც უკრავდა, რეპავდა კიდეც და ფოლკ-მუსიკაც ძალიან უყვარს. ამიტომ ეს თანამშრომლობა ჩვენთვის ბუნებრივად განვითარდა. ახლა ვმუშაობთ როგორც ქართულ სიმღერებზე, ისე ჩვენს საავტორო კომპოზიციებზე. რამდენიმე ქართული სიმღერა უკვე მზად გვაქვს და უახლოეს მომავალში მათაც გამოვაქვეყნებთ,“ – ამბობს anman.land.

ამ პროექტში  ქართული  სიმღერა იმ ახალ მუსიკალურ სივრცეში გადადის, სადაც განსხვავებული კულტურული გამოცდილება ერთმანეთს ხვდება და ნაცნობი მელოდია სრულიად ახალი ჟღერადობით იბადება.

მოისმინეთ anman.land-ისა და ჯიმი ჩეიმბერსის კოლაბორაცია „ზამთარია“ 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Pitbull მე-14 ალბომის გამოცემას აანონსებს

შემდეგი სტატია

The Neighbourhood-ის Sweater Weather-ს YouTube-ზე მილიარდი ნახვა აქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი