Pitbull მე-14 ალბომის გამოცემას აანონსებს

მუსიკოსი ამჟამად ტურნეში იმყოფება. ოქტომბერში კი „ბილბორდის” ლათინური მუსიკის კვირეულში მიიღებს მონაწილეობას.
Pitbull
MIKE EHRMANN/GETTY IMAGES

Pitbull დაბრუნდა. „ბილბორდის” ექსკლუზიური ინფორმაციით, არტისტი მე-14 სტუდიურ ალბომზე მუშაობს, სახელწოდებით Pitcoin.

პროექტის შესახებ, რომელიც 8 ოქტომბერს გამოვა, ახალი ამბავი მუსიკოსის I’m Back Tour-ის მსვლელობისას ვრცელდება. ტურნე მოიცავს აშშ-ს, ევროპას, კანადასა და დიდ ბრიტანეთს. დიდ ბრიტანეთში Pitbull-მა გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა ყველაზე მეტი ადამიანის შეკრებით, რომელთაც მელოტი ქუდები ეხურათ. 

კუბელ-ამერიკელმა მომღერალმა, რომელმაც ბიზნესმენის სტატუსიც მოიპოვა, 2023 წლის ივლისში რიგით მე-13 ალბომი Trackhouse გამოსცა. ამ პერიოდში ის განაგრძობდა საკუთარი ბიზნესიმპერიის გაფართოებას, რომელიც მოიცავს ლეიბლ Mr. 305 Records, არყის ბრენდ Voli 305 Vodka-სა და SiriusXM-ის არხს Globalization. ის ასევე აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. არის SLAM! (Sports Leadership Arts Management)-ის დამაარსებელი – უფასო საჯარო სკოლების ქსელის, რომელიც ამჟამად აშშ-ის 14 კამპუსში 10 000 მოსწავლეს ემსახურება. 

ტურნეს ბოლო კონცერტის შემდეგ, რომელიც 26 სექტემბერს მინესოტაში გაიმართება, არტისტი მაიამიში გაემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს „ბილბორდის” ლათინური მუსიკის კვირეულში. ის შეუერთდება ღონისძიების მონაწილეთა შთამბეჭდავ სიას, რომელიც მოიცავს: კენი გარსიას, ლოლა ინდიგოს, ჯეი უილერს, რაიან კასტროსა და სხვებს. უახლოეს კვირებში კვირეულის ორგანიზატორები სხვა არტისტების ვინაობებსაც დაასახელებენ.

ლათინური მუსიკის კვირეული 19-22 ოქტომბერს მაიამი ბიჩზე გაიმართება. ღონისძიება ლათინური მუსიკის ინდუსტრიის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და  გავლენიანი შეკრებაა. 

კვირეული 2026 წლის Billboard Latin Music Awards-თან ერთად გაიმართება, რომელიც 22 ოქტომბერს მაიამიში შედგება და პირდაპირი ეთერით გადაიცემა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გულის სტენტირების შემდეგ როდ სტიუარტი კონცერტებს აუქმებს

შემდეგი სტატია

ანამარია ბურდულის და ჯიმი ჩეიმბერსის მუსიკალური კოლაბორაცია –  სიმღერა “ზამთარიას” ახლებური ინტერპრეტაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი