Quemmekh-მა დაანონსებული ალბომის პირველი სინგლი გაავრცელა

Bender პირველად შესრულდება Quemmekh-ის მუსიკალურ შოუზე – Unburned, რომელიც 25 და 26 სექტემბერს Factory Tbilisi-ში გაიმართება.
Quemmekh

Quemmekh-მა ახალი ტრეკი, სახელწოდებით Bender გაავრცელა, რომელიც დაანონსებული ალბომის ერთ-ერთი სინგლია. ალბომის გამოცემამდე ის ცოცხლად შესრულდება Quemmekh-ის მუსიკალურ შოუზე – Unburned, რომელიც 25 და 26 სექტემბერს Factory Tbilisi-ში გაიმართება. როგორც Quemmekh-ის სანდრო ქერაული Billboard Georgia-სთან ამბობს, სინგლის გამოქვეყნება ერთგვარი შესავალია იმ სამყაროსკენ, რომელსაც საბოლოოდ ალბომი შექმნის.

რაც შეეხება ალბომის კონცეფციას, ეს არის არტისტის მცდელობა, მინიმალისტური და მკვეთრი ფორმით შეეხოს თანამედროვე ადამიანს.

სანდრო ქერაული:

„ჩემი მუსიკა უფრო ტექსტებივით პირდაპირი, მძიმე და ამავე დროს პოპ-სენსიტიური გახდა. ალბომი არის დაძაბულობის, ცვლილების და საკუთარი თავის ხელახლა აწყობის შესახებ – პირადიდან პოლიტიკურამდე. ძალიან საინტერესო პროცესი გავიარეთ ამ ალბომის წერისას. ის იწერებოდა ორ სასტუმროში: Blueberry Nights-სა და Fabrika Tbilisi-ში, სადაც თვეების განმავლობაში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ქვემეხის გუნდთან ერთად. ამავე პერიოდში გადავედით მისაქციელში, Aisi Residency-ში ალბომზე სამუშაოდ, სადაც უკვე UNBURNED-ის კონცეფციაც დაიხვეწა. ეს წელი სულ მომთაბარედ ვიცხოვრე. ახალი სივრცეები და ახალი გარემო გზადაგზა ქმნის და ამრავალფეროვნებს მუსიკალურ შემოქმედებით პროცესს – ეს ისეთი შთამაგონებელია, ალბათ სხვანაირად ვეღარც ვიმუშავებ.“

რაც შეეხება დაანონსებულ მუსიკალურ შოუს, Unburned – ეს არის Quemmekh-ისა და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა მედიუმს მოიცავს. შოუ 20-ზე მეტ არტისტს აერთიანებს. ასევე დაანონსებულია შოუს ანონიმური მონაწილე, რომლის ვინაობაც სწორედ ლაივზე გახდება ცნობილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

შემდეგი სტატია

კორტნი ლავი 2019 წლის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე. ფოტო: ნიკოლას ჰანტი

კორტნი ლავის თქმით, 2019 წელს  სიკვდილს ძლივს გადაურჩა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი