კორტნი ლავის თქმით, 2019 წელს  სიკვდილს ძლივს გადაურჩა

Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მუსიკოსმა დაანონსებულ ალბომსა და ჯანმრთობის პრობლემებზე ისაუბრა.
კორტნი ლავი 2019 წლის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე. ფოტო: ნიკოლას ჰანტი
კორტნი ლავი 2019 წლის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე.
ფოტო: ნიკოლას ჰანტი

კორტნი ლავმა განაცხადა, რომ მისი ახალი ალბომი მზად არის. მუსიკოსმა ასევე ისაუბრა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემაზე, რამაც, მისივე თქმით, 2019 წელს, ლოს-ანჯელესიდან ლონდონში გადასვლის შემდეგ, უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა.

Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კორტნი ლავმა აღნიშნა, რომ რამდენიმე კვირით სოციალურ ქსელებს ჩამოშორდებოდა და მანამდე ხშირად დასმულ კითხვას უპასუხა: „ბევრი თქვენგანი კითხულობს, რა ეტაპზეა ჩემი ალბომი. ის მზადაა. ძალიან კარგი ალბომია, მასში დიდი შრომა ჩავდე.“

ამის შემდეგ ლავმა განაგრძო იმ დაავადების აღწერა, რომელიც ლონდონში გადასვლას მოჰყვა. ზუსტი დიაგნოზის დასახელების გარეშე თქვა, რომ მისი სხეული „გადაიწვა“ და ხშირად უწევდა საავადმყოფოში ყოფნა. არტისტს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე ადრეც ულაპარაკია – 2021 წელს მან გაამხილა, რომ ანემიის გამო საავადმყოფოში იწვა. მისივე სიტყვებით, ამ დროს ძლივს გადაურჩა სიკვდილს და ექიმების მხრიდან „დამოკიდებულების გამო სტიგმატიზაციას განიცდიდა“.

ვიდეოს ბოლოს მან Hole-ის უკანასკნელ, 2010 წლის ალბომზე – Nobody’s Daughter-სა და მის კომერციულ მარცხზე ისაუბრა. „საკმაოდ შეურაცხმყოფელი გამოცდილება იყო,“ – თქვა კორტნი ლავმა და გაიხსენა, როგორ უკრავდნენ ფესტივალზე დილის 11 საათზე, მაშინ, როდესაც ჰედლაინერები Limp Bizkit და 30 Seconds to Mars იყვნენ. ლავმა მუსიკალური ინდუსტრიის ახალი ვარსკვლავებიც შეაქო.

კორტნი ლავმა Hole 1989 წელს ლოს-ანჯელესში ჩამოაყალიბა. ჯგუფის 1994 წლის ალბომი Live Through This, რომელიც მისი მეუღლის, Nirvana-ს ფრონტმენ კურტ კობეინის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში გამოვიდა, მნიშვნელოვან ჩანაწერად იქცა, ხოლო 1998 წლის მომდევნო ალბომი Celebrity Skin ჯგუფის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად მიიჩნევა. ალბომმა Billboard 200-ის ჩარტში მე-9 ადგილი დაიკავა და „გრემის“ ოთხი ნომინაცია დაიმსახურა. ალბომის მთავარი სინგლი Billboard-ის Modern Rock Tracks-ის სათავეშიც მოხვდა.

Hole 2002 წელს დაიშალა. ამის შემდეგ, 2004 წელს, ლავმა ერთი სოლო ალბომი America’s Sweetheart გამოსცა. 2010 წელს Hole ახალი შემადგენლობით მცირე ხნით აღდგა. ჯგუფმა ალბომი Nobody’s Daughter გამოსცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Quemmekh-მა დაანონსებული ალბომის პირველი სინგლი გაავრცელა

შემდეგი სტატია

მადონას 68 წლის იუბილეს აღსანიშნავად მისი აქამდე უცნობი ფოტოები გამოვიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი