მადონას 68 წლის იუბილეს აღსანიშნავად მისი აქამდე უცნობი ფოტოები გამოვიდა

Sonic Editions-მა პოპის დედოფლის 17 მაღალი ხარისხის პრინტი გამოსცა.
THEO WARGO/STAFF/GETTY IMAGES, SONIC EDITIONS

პოპის დედოფლის 68 წლის იუბილეს აღსანიშნავად, შეზღუდული ტირაჟის ფოტოკომპანია Sonic Editions მადონას 17 პრინტს ჩუქნის. კოლექცია მომღერლის ლეგენდარული კარიერის რამდენიმე დეკადას მოიცავს. იშვიათი ფოტოების უმეტესობა 1980-იანი წლების დასაწყისს ასახავს და აჩვენებს ეპოქას, რომელმაც მადონა პოპკულტურის ხატად აქცია. კოლექციაში შედის სპონტანური კადრები, ვინტაჟური ფოტოსესიები და ჯორჯ ჰარისონთან ერთად გადაღებული ფოტო. 

ყველა პრინტს მოჰყვება შავ-თეთრი ჩარჩო და მოიცავს ხუთ ზომას. ფასები 189 დოლარიდან 999 დოლარამდე მერყეობს, ზომების მიხედვით. 

მადონას თითოეული პრინტი შეკვეთის საფუძველზე მზადდება და ხელით მუშავდება. თითოეული მათგანი ინდივიდუალურადაა დანომრილი და თან ახლავს ფოტოს ისტორია, რაც მას გამორჩეულ საკოლექციო ნივთად აქცევს.

მადონას დაბადების დღის აღნიშვნა არასდროს ყოფილა მოკრძალებული. 2025 წელს, 67-ე დაბადების დღეზე, მომღერალი იტალიაში, სიენაში გაემგზავრა, 2024 წელს კი რომში იმოგზაურა და გრანდიოზული წვეულება მოაწყო. 65 წლის იუბილე მადონამ პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გადაიხადა წვეულებით, სადაც მისი ექვსი შვილი Vogue-ის ფონზე ცეკვავდა. ერთი წლით ადრე კი დაბადების დღეს სიცილიაზე გამართული მასშტაბური წვეულებით შეხვდა. შეზღუდილი ტირაჟის პრინტების გარდა, ჯერ კიდევ უცნობია, რას მოამზადებს პოპის დედოფალი 68-ე დაბადების დღისთვის.

Sonic Editions სახვითი ფოტოგრაფიის პლატფორმაა, რომლის მიზანია, გამორჩეული ფოტოები მარადიულ და ყველასთვის ხელმისაწვდომ ნამუშევრებად აქციოს. 15 წლის განმავლობაში კომპანია ეძებს იშვიათ და შთამბეჭდავ ფოტოებს, რათა მუდმივად განახლებად არქივს ახალი ნამუშევრები შემატოს. მისი გალერეის ხარისხის პრინტები შეზღუდული ტირაჟით იბეჭდება და კოლექციონერებს კულტურის ისტორიის ნაწილის ფლობის შესაძლებლობას აძლევს. მისი კოლექცია მოიცავს ისეთი არტისტების ფოტოებს, როგორებიც არიან: არეთა ფრანკლინი, დოლი პარტონი, „ოაზისი”, The Beatles და სხვები.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კორტნი ლავი 2019 წლის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე. ფოტო: ნიკოლას ჰანტი

კორტნი ლავის თქმით, 2019 წელს  სიკვდილს ძლივს გადაურჩა

შემდეგი სტატია

YE-მ ახალი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომლის რეჟისორი ბიანკა სენსორია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი