ჯგუფი „შინ” რუსთაველის თეატრის სცენაზე დაბრუნდა – ორი იბერიის შთამბეჭდავი მუსიკალური დიალოგი

„ჩვენი გზა შინისაკენ დაიწყო აქ, ძალიან დიდი ხნის წინ… წავედით… 30 წელი გავიდა და ვბრუნდებით“… – ზაზა მიმინოშვილი.
„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

23 ნოემბერს რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე განსაკუთრებული მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა გაიმართა. ჯგუფ „შინ”-ის  და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ტრიოს შთამბეჭდავი სინთეზით მაყურებელმა სპექტაკლი „ორ იბერიას შორის” იხილა. ქართული და ესპანური კულტურების ერთ სივრცეში გააერთიანებასთან ერთად, წარმოდგენა იმითაც იყო  განსაკუთრებული, რომ ჯგუფი „შინ“ 30-წლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

სცენაზე ქართული პოლიფონიის სიღრმე, ფოლკ-ჯაზის ენერგია და ჯაზური იმპროვიზაცია ანდალუსიური ფლამენკოს ცეცხლოვან რიტმსა და თეატრალურ ვნებასთან სინთეზირდა. არქაული მოტივებისა და თანამედროვე ჟღერადობის შერწყმამ ორ უძველეს კულტურულ სამყაროს შორის დიალოგი გააცოცხლა და დარბაზში შეკრებილი მაყურებელი „ორ იბერიას“ შორის მოგზაურებად აქცია.

„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

საღამოს დასასრულს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი ზაზა მიმინოშვილის მიმართვა იყო. მუსიკოსმა მაყურებელს ჯგუფის ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდი და სამშობლოში დაბრუნების განცდა გაუზიარა:

„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

„ერთადერთი სიტყვა მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენი გზა შინისაკენ დაიწყო აქ. რაც ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ წინა საუკუნეში, ბატონმა რობიკომ ერთ-ერთ რეპეტიციაზე გვითხრა: მსახიობები მერცხლების როლს თამაშობდნენ და პატარა მოწაფე ყინვაში მიდიოდა. შეხედა მერცხლებს და ჰკითხა. რას აკეთებთო? ჩვენ უნდა გავფრინდეთ თბილ ქვეყნებშიო. დაბრუნდებითო? კი, კი, როგორ არა, დავბრუნდებითო. ბავშვმა ახედა და უთხრა: არ დაბრუნდებითო. მოტრიალდა მაესტრო და გვითხრა: „ეს ნომერი „თქვენზეა“. გამოსათხოვებლად ვიყავით, წავედით, 30 წელი გავიდა და ვბრუნდებით. ჩვენ თავიდან ვიწყებთ, თქვენთან ერთად. მადლობა ამ საოცარ სამყაროს, რასაც რუსთაველის თეატრი ჰქვია და თითოულ თქვენგანს დიდი მადლობა.“

„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანტონიო ანდრადე, ურსულა მორენო, დავიდ ბასტიდასი, ზურაბ გაგნიძე, ზაზა მიმინოშვილი, ბექა ბუჩუკური, მიშო ჯავახიშვილი, გია სალაღიშვილი, ბექა კოვზიაშვილი, ლექსო ჭუმბურიძე, ბაჩანა ჭანტურია და მარიამ ბაქელაშვილი.

„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ღონისძიების ორგანიზატორი იყო თეატრის განვითარების ფონდი, წარმდგენები – საქართველოს კულტურის სამინისტრო, შემოქმედებითი საქართველო და თბილისის მერია, მხარდამჭერი – SilkBank.

„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
„ორ იბერიას შორის ჯგუფი“ „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

D'Angelo -ს პერფორმანსი Samsung Supper Club-ში 2015 წლის 15 მარტი, ტეხასი. ფოტო: Rick Kern/Getty Images

D’Angelo-ს ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ  გამოუშვა სიმღერა Kamikazi, რომელიც ვიდეოთამაშ GTA 6-ში გაჟღერდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

D'Angelo -ს პერფორმანსი Samsung Supper Club-ში 2015 წლის 15 მარტი, ტეხასი. ფოტო: Rick Kern/Getty Images

D’Angelo-ს ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ  გამოუშვა სიმღერა Kamikazi, რომელიც ვიდეოთამაშ GTA 6-ში გაჟღერდება

„მას ძალიან უხაროდა, რომ ეს ჩანაწერი თამაშის ფლეილისტში შევიდოდა.“ - აღნიშნა მისმა ძმამ განცხადებაში.
მეტი

„ოაზისის”, პოლ მაკარტნის, ელვისისა და სხვა მუსიკოსების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმები 2027 წლის ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებენ

მორგან ნევილს, რომელმაც 2014 წელს გაიმარჯვა ფილმით 20 Feet From Stardom, კონკურსში ორი ფილმი აქვს წარდგენილი.
მეტი

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი
პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

კონცერტი 2027 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება.
მეტი

რიანამ და დუა ლიპამ ბრილიანტისა და პლატინის სერტიფიკატების მთელი წყება მოიპოვეს

ლიპას 2020 წლის ალბომის, Future Nostalgia-ს მთავარი ჰიტი მის კარიერაში პირველი სიმღერაა, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო.
მეტი