გილიერმო დელ ტორომ ტეილორ სვიფტისადმი აღფრთოვანება საჯაროდ გამოხატა

რეჟისორმა აღნიშნა, რომ ორივე მათგანს ზღაპრებისადმი სიყვარული აერთიანებს.

ცოტა ხნის წინ, ტეილორ სვიფტმა გაამხილა, რომ მისი საყვარელი კინორეჟისორი გილიერმო დელ ტოროა. მალევე დელ ტორო სვიფტის ამ ნათქვამს გამოეხმაურა და გრემის მფლობელი ვარსკვლავისადმი საპასუხო სიყვარული საჯაროდ აღნიშნა. 

ის ძალიან ნიჭიერია. ბოლომდე იაზრებს და გრძნობს იმას, რასაც აკეთებს. მისით ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ. ჩვენ ერთმანეთთან სტიმულის მომცემი დიალოგი არაერთხელ გვქონია“ – რეჟისორმა W Magazine-თან ინტერვიუში აღნიშნა. 

დელ ტორომ ასევე აღნიშნა,  რომ მას და სვიფტს არაერთი „საერთო ინტერესი“ აქვთ, მათ შორის – ზღაპრების სიყვარული. „მისი ინტერესი იგავების, მითების და ზღაპრების წარმომავლობისადმი ძალიან ღრმაა. მე მას რამდენიმე წიგნი მივეცი, რომელიც ვიფიქრე, დააინტერესებდა. მათ შორის იყო The Science of Fairy Tales – წიგნი, რომელიც Pan’s Labyrinth-ის შექმნისას ძალიან გამომადგა.“ – თქვა გილიერმო დელ ტორომ.  

გამოცემა The Hollywood Reporter-მა გართობის ინდუსტრიაში წლის ყველაზე გავლენიანი ქალები დაასახელა. ერთ-ერთი მათგანი ტეილორ სვიფტია. ჟურნალთან საუბრისას, მომღერალმა თქვა, რომ რეჟისორი გილიერმო დელ ტორო არის ის ცნობილი ადამიანი, ვის ადგილასაც ყოფნას ისურვებდა.  

წარმოიდგინეთ, გქონდეთ ასეთი წარმოსახვის უნარი, ასეთი ვიზუალური ლექსიკონი და ამგვარი საოცარი ნამუშევრები. მას მრავალფეროვანი თხრობის სტილი აქვს და ამავდროულად ახერხებს, თითოეულ ფილმს გამორჩეული ხელწერა დაატყოს. იგრძნობა, რომ იგი ჯერ კიდევ ცნობისმოყვარეობითა და ენთუზიაზმით ეკიდება თავის ნამუშევრებს” – აღნიშნა ტეილორ სვიფტმა რეჟისორზე საუბრისას.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Weeknd-ის მუსიკალურ ვიდეოს Save Your Tears, Youtube-ზე 1 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს

შემდეგი სტატია

რიანა Marvel Studio-ს, Black Panther 2: Wakanda Forever-ის პრემიერაზე, 2022 წლის 26 ოქტომბერი, ჰოლივუდი. ფოტო: აქსელ-ბაუერ-გრიფინი

ნახეთ რიანას, Tems-ის და სხვა არტისტების რეაქცია, ოქროს გლობუსის ნომინაციებზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

როგორ შეიქმნა JAY-Z-ის შოუები იანკის სტადიონზე – ინტერვიუ არტისტის გუნდის სამ მთავარ წევრთან

YOUNG GURU, ომარ ედვარდსი და ადამ ბლექსტოუნი ყვებიან, თუ როგორ მომზადდა Jay-Z-ის ისტორიული სამდღიანი სერია იანკის სტადიონზე.
მეტი
CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი