რეჟისორ მარტინ მაკდონაჰთან ინტერვიუში ტეილორ სვიფტმა აღნიშნა, რომ კარიერის შემდეგ დეკადაში გადასვლასთან ერთად მისი მიდგომა შემოქმედების მიმართ შეიცვალა.
„ფიქრობ, რომ შენი შექმნილი კომპოზიციები ახლა სხვანაირია? თუნდაც სევდიანი სიმღერა ავიღოთ, ახლა სხვანაირად წერ მას, ვიდრე, მაგალითად, 22 წლის ასაკში?” – ჰკითხა მომღერალს მაკდონაჰმა.
„დიახ, ახლა ბევრად თავისუფალი ვარ შექმნის პროცესში. უფრო მეტ ალბომს ვუშვებ იმაზე სწრაფ ტემპში, ვიდრე ამას მანამდე ვაკეთებდი. ვფიქრობ, რაც უფრო მეტს ქმნი, მით უფრო ნაკლებ წნეხს განიცდი საკუთარი თავის მიმართ. თუმცა ყველა განსხვავებულია. არიან ადამიანები, რომლებიც ალბომს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ გამოსცემენ. ისინი ასე მუშაობენ და მე მათ დიდ პატივს ვცემ. მაგრამ მე უფრო ბედნიერი ვარ, როცა ინტენსიურად ვმუშაობ.”
სვიფტმა ისაუბრა გრემიზე ნომინირებულ მოკლემეტრაჟიან ფილმზეც All Too Well (10 Minute Version) და მისი შექმნის პროცესზე
„ჩემი, როგორც მომღერლის ყველა ასპექტი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი რეჟისორი ვარ. მინდა, რომ სხვები კომფორტულად იყვნენ. თუ მათ სურთ, რომ შეხედონ მონიტორს, ან იცოდნენ, როგორ იდგმება სცენა, მათ ამის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ჩემი აზრია, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს ამბავი, რომელსაც ჰყვება. მე ვყოფილვარ ისეთ გადაღებებზე, როცა სცენარი არ იცი და არავინ იცის, რაზეა ამბავი. ასე რომ, რამდენადაც მიყვარს ჩემი პროექტების საიდუმლოდ შენახვა, იმდენად ვფიქრობ, რომ უნდა ენდობოდე იმ ხალხს, ვისთან ერთადაც მუშაობ.”