შაკირა საახალწლო გზავნილს ავრცელებს: „დროს ქირურგის ხელები აქვს”

კოლუმბიელმა მომღერალმა პოსტი დაწერა, რომელშიც, სავარაუდოდ, ჟერარდ პიკესთან განშორებას ეხმაურება.
შაკირა
Jaume De Laiguana

ჟერარდ პიკესთან დაშორების რთული წლის შემდეგ 2023 წელი შაკირამ იმედისმომცემი გზავნილით დაიწყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალ წელს ჩვენი ჭრილობები ისევ ღიაა, დროს ქირურგის ხელები აქვს. თუ ვინმემ გვიღალატა, სხვების ნდობა უნდა განვაგრძოთ. თუ შეურაცხყოფა მოგაყენეს, შენი თავის დაფასება უნდა განაგრძო. Რადგან კარგი ადამიანები უფრო მეტნი არიან, ვიდრე უღირსები. ემპათიურები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ინდიფერენტულები,” – წერს შაკირა.

„ისინი, ვინც გვტოვებენ, უფრო ცოტანი არიან მათთან შედარებით, ვინც ჩვენ გვერდით რჩებიან. ჩვენი ცრემლები ტყუილად არ მოდის. ისინი იმ ნიადაგს რწყავენ, საიდანაც ჩვენი მომავალი აღმოცენდება და ის უფრო კარგ ადამიანებად გვაქცევს. მაშინაც კი, როცა ტკივილისგან ვიტანჯებით, მაინც რომ შეგვეძლება სიყვარული.”

შაკირამ გზავნილი ესპანურ და ინგლისურ ენებზე გაავრცელა. Პოსტში არ არის დასახელებული ყოფილი მეუღლე, რომელსაც 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ მომღერალი სულ რამდენიმე თვის წინ დაშორდა.

ოქტომბერში შაკირამ ახალი სიმღერა Monotonia გამოუშვა, რომელიც ასევე მის პირად ცხოვრებას ეხმაურება. იგი მღერის: „დამტოვე შენი ნარცისიზმის გამო/ დაგავიწყდა, ოდესღაც ვინ ვიყავით.” ვიდეოკლიპში კი სუპერმარკეტში მყოფ მომღერალს მისი ყოფილი პარტნიორი იარაღს მკერდში ესვრის. შაკირას გული ამოუვარდება და მის ნაცვლად დიდი სიცარიელე დარჩება. 

Monotonia-ს გამოშვებამდე შაკირამ გამოცემა Elle-თან საუბარში აღნიშნა, რომ პიკესთან დაშორება მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი იყო.

ნახეთ შაკირას საახალწლო პოსტი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯესი ჯეი ბავშვს ელოდება: „ძალიან გახარებული და შეშინებული ვარ”

შემდეგი სტატია

50 Cent ამბობს, რომ ემინემთან თანამშრომლობით ფილმის “8 Mile” სატელევიზიო ვერსიას გამოუშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი