მოუსმინეთ: ქერი ანდერვუდმა ალბომი Denim & Rhinestones გამოუშვა

ფოტო: Gilbert Carrasquillo/FilmMagic

ამერიკელმა ქანთრი მუსიკოსმა, ქერი ანდევრვუდმა პირველი საშობაო ალბომის My Gift და სადებიუტო გოსპელ ჩანაწერის My Savior შემდეგ, რიგით მეცხრე ქანთრი ნამუშევარი Denim & Rhinestones გამოუშვა. 12 ტრეკისგან შემდგარი ალბომი მოიცავს კომპოზიციებს: Velvet Heartbreak, Ghost Story, Hate My Heart, Burn, Crazy Angels და სხვებს.

აღსანიშნავია, რომ ოკლაჰომელი არტისტის წინა ჩანაწერმა My Savior საუკეთესო ტრადიციული გოსპელ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდო დაიმსახურა.

ქერი ანდერვუდმა მუსიკალური მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ სატელევიზიო შოუში American Idol გამარჯვებით გაიცნო. არტისტს წარმატება სინგლმა Inside Your Heaven მოუტანა, რომლის დამსახურებითაც ის გახდა ერთადერთი ქანთრი შემსრულებელი, რომელიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა. ქერის სადებიუტო, გრემის მფლობელი ალბომი Some Hearts ქანთრი მუსიკის ისტორიაში ქალი შემსრულებლის ყველაზე გაყიდვადი ნამუშევარია. მუსიკოსს, რომელსაც 8 გრემი აქვს მოპოვებული, მოღვაწეობის განმავლობაში 70 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 9 ალბომის მქონე ანდერვუდს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მოუსმინეთ: ლიზო ახალ სინგლს Grrrls ავრცელებს

შემდეგი სტატია

რობერტ პლანტი: Game of Thrones-ში მონაწილეობაზე უარი ვთქვი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი