რობერტ პლანტი: Game of Thrones-ში მონაწილეობაზე უარი ვთქვი

ფოტო: Per Ole Hagen/Redferns

ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის Led Zeppelin ყოფილი ფრონტმენი, რობერტ პლანტი რადიოსადგურს Apple Music 1 სტუმრობდა. კანადელ წამყვან ჯორჯ სტრომბოლოპოლუსთან ინტერვიუში მუსიკოსმა გაამხილა, რომ მას წარსულში ცნობილ სატელევიზიო შოუში Game of Thrones მონაწილეობა შესთავაზეს. “არ მინდა, იმ არტისტად ვიქცე, რომელიც სულ ერთი ტიპის როლს ასრულებს”, – იხუმრა პასუხად პლანტმა.

“მე მიყვარს დასავლეთ ევროპის ისტორია, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული, უძველესი რელიგიების ჩათვლით. მაშინ ჩვენს დედამიწასთან რეალური სიახლოვე გვქონდა. ვიკინგები, ისლანდიის ლანდშაფტი, ადგილობრივი ხალხი”, – აღნიშნა მუსიკოსმა. “ფილმში ცხენი უნდა გამეჭენებინა და წავსულიყავი”, – დაამატა შემსრულებელმა.

Game of Thrones-ის ბოლო ეპიზოდის პრემიერა 2019 წლის 19 მაისს შედგა. მან სერიალს რეკორდული 19,3 მილიონი ნახვა ქვიმოუტანა. 

რობერტ პლანტმა მუსიკალური კარიერა 1965 წელს დაიწყო. ის პოპულარული ლეგენდარულ ბრიტანულ როკ ჯგუფში Led Zeppelin მოღვაწეობით გახდა. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone მუსიკოსი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორის დაასახელა. მისი სოლო დისკოგრაფია 11 სტუდიურ ალბომს ითვლის. 2018 წელს არტისტმა კონცერტი საქართველოში, Black Sea Arena-ზე გამართა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: ქერი ანდერვუდმა ალბომი Denim & Rhinestones გამოუშვა

შემდეგი სტატია

ჯენეტ ჯექსონი: ოდესმე ახალ მუსიკას გამოვუშვებ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნუ მიეყრდნობით

„ნუ მიეყრდნობით“ –  ქართული ალტერნატიული სცენის ახალგაზრდა ხმა

„ჩვენი ტექსტების მოსმენის შემდეგ მინდა ხალხმა იგრძნოს, რომ მარტო არ არიან. იშვიათად ვეხებით სოციალურ თემებს, ამიტომაცაა ჩვენი მსმენელი უმეტესად ახალი თაობა, ხალხი, რომელსაც ამ გრძნობებისთვის ჯერ კიდევ სცალია.”
მეტი

„შუქი მოვიდა – ო, რა კარგია”

„როდესაც თბილისში ვარ, თავს სხვანაირად ვგრძნობ. ეს განცდა ალბათ მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როცა ქვეყანაში დიდხანს ცხოვრობდი და მასზე სიზმრებსაც ხედავ.” - ფრედი პაიანი.
მეტი
Izmir - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე, ლოკაცია -Loco Park • ლოკო პარკი

Izmir – მუსიკა, რომელიც სიჩუმესა და ხმაურს შორის შინაგან მონოლოგს ჰყვება

„Izmir არის დასავლური ჟანრის მუსიკა აღმოსავლური ელემენტებით, რაღაც მხრივ ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც დასავლური და აღმოსავლური კულტურის შერწყმის გეოგრაფიული წერტილი.“
მეტი