Weird Al იანკოვიჩი ამბობს, რომ ბიოგრაფიულ ფილმში დენიელ რედკლიფმა  მისი ხასიათის დაჭერა შეძლო 

მსახიობი კი აღიარებს, რომ გრემის მფლობელი მუსიკოსის განსახიერება სურდა
დენიელ რედკლიფი და Weird Al იანკოვიჩი ფილმის პრემიერაზე
Araya Doheny/GI

ახალ ბიოგრაფიულ ფილმზე “Weird: The Al Yankovic Story”  საუბრისას მუსიკოსმა განმარტა, თუ რატომ უნდოდა, რომ მისი როლი ჰარი პოტერის ვარსკვლავს შეესრულებინა. „Მას სწორი ენერგია აქვს ამისთვის”, – განაცხადა იანკოვიჩმა. „დენის დიდი ფანი ვარ. ის შესანიშნავად ახერხებს დრამატული და კომედიური როლების შესრულებას. ვიცი, რომ კომედიის დიდი ფანია. ჩემნაირია და ვგრძნობდი, რომ ზუსტად შეასრულებდა იმას, რაც ამ ფილმში გვინდოდა.”

იანკოვიჩისთვის მნიშვნელოვანი არ ყოფილა ის ფაქტი, რომ რედკლიფი მას ფიზიკურად არ ჰგავდა. Რადგან ფილმი ბიოგრაფიული ფილმის პაროდია უნდა ყოფილიყო, მისთვის ფიზიკურ მსგავსებაზე ბევრად მნიშვნელოვანი ხასიათის დაჭერა იყო. „Მე ვიფიქრე, რომ მას ზუსტად შეეძლო ამ ხასიათის დაჭერა.”

რედკლიფი კი ამბობს, რომ სანამ სცენარი არ წაიკითხა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ფილმი პაროდია უნდა ყოფილიყო. წაკითხვის შემდეგაც კი არ ეგონა, რომ ამ როლზე განიხილებოდა. 

„მე უკვე ვიყავი ალის ფანი და ცოტა დავიბენი, მისი როლის შესრულება რომ მთხოვეს, რადგან ფიზიკურად არ ვგავარ მას. მაგრამ დიდი დრო არ დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ეს ფილმი პაროდია უნდა ყოფილიყო და მივხვდი, რომ ჩვენ სულ სხვა რამის გაკეთებას ვაპირებდით.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯონ ლენონი, 1973 წელი, ნიუ იორკი. მაიკლ ოქსის არქივი/ Getty Images

ჯონ ლენონის მკვლელის აღიარება: „ჩემს გულში ბოროტება იჯდა“

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსს ბიოგრაფიული ფილმის იდეა არ მოსწონს: „ხალხო, მკვდარი ხომ არ ვარ!!!”

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი