ბრიტნი სპირსს ბიოგრაფიული ფილმის იდეა არ მოსწონს: „ხალხო, მკვდარი ხომ არ ვარ!!!”

ბრიტნი სპირსის პასუხი მილი ბობი ბრაუნს, რომელმაც განაცხადა, რომ პოპვარსკვლავის როლის თამაში სურს.
ბრიტნი სპირსი 2016 წლის MTV-ს დაჯილდოებაზე
Allen Berezovsky/WireImage

ბრიტნი სპირსმა ვარაუდებს მის ბიოგრაფიულ ფილმზე წერტილი დაუსვა. „ვიცი, რომ ამ კვირაში ძალიან ბევრს ვპოსტავ ინსტაგრამზე… თუმცა სახალისოა. ახლა ვსუნთქავ… მაქვს დრო…ახლა სხვანაირადაა!!! და ეს მომწონს. გავიგე, რომ ადამიანებს ჩემი ცხოვრების შესახებ ფილმების გადაღება უნდათ. ხალხო, მკვდარი ხომ არ ვარ!!!” – წერს მომღერალი ინსტაგრამზე.

განცხადება სპირსმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც დრიუ ბერიმორის შოუში მილი ბობი ბრაუნმა თქვა, რომ ბრიტნი სპირსის განსახიერება მისი საოცნებო როლია. „პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ მისი ამბავი მე მეხმაურება. მე არ ვიცნობ მას, მაგრამ როცა ფოტოებზე ვუყურებ, მგონია, რომ მის ამბავს ძალიან სწორად მოვყვები. მხოლოდ მის ამბავს.”

ამავე პოსტში ბრიტნი თავის ოჯახსაც შეეხო, რომლის კონტროლის ქვეშაც 13 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. „თუმცა ფაქტია, რომ მათ მკვდარი ვერჩივნე.”

წაიკითხეთ ბრიტნი სპირსის პოსტი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Weird Al იანკოვიჩი ამბობს, რომ ბიოგრაფიულ ფილმში დენიელ რედკლიფმა  მისი ხასიათის დაჭერა შეძლო 

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი Bleachers-თან ერთად სიმღერის Anti-Hero ახალ ვერსიას გამოუშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი

The National-ის ჯგუფის წევრი ბრაის დესნერი ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს: “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივარნი ვართ”

The National - ტეილორ სვიფტთან ადრეც მუშაობდა, მისი ალბომის - Evermore-ის სიმღერაზე - Coney Island. ახალი თანამშრომლობით კი სიმღერა The Alcott - შეიქმნა.
მეტი
ირენ კარა

ფილმების Fame და Flashdance ვარსკვლავი ირენ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ის იყო კეთილი და ნიჭიერი ადამიანი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ყოველთვის იცოცხლებს მუსიკასა და კინოში.“ - აღნიშნა ირენ კარას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
მეტი