ჯიმი ჰენდრიქსის მე-80 დაბადების დღის აღსანიშნავად მისი წიგნი გამოიცა

წიგნი სახელწოდებით “Jimi” მოიცავს იშვიათ და აქამდე გამოუქვეყნებელ ფოტოებს, მოგონებებს, ტექსტებსა და პოლ მაკარტნის, ლენი კრავიცის, დრეიკისა და სხვათა ციტატებს.
ჯიმი ჰენდრიქსი როიალ ალბერტ ჰოლის სცენაზე, 1969 წელი
David Redfern/Redferns

ჯიმი ჰენდრიქსის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად ახალი წიგნი გამოვიდა. “Jimi” ლეგენდის არაბიოლოგიურმა დამ ჯენი ჰენდრიქსმა გამოუშვა. როგორც ავტორები ამბობენ, ეს არის ვიზუალური ოდა “როკ-ენ-როლის ისტორიაში ყველაზე დიდ გიტარისტს.”

წიგნი 320 გვერდიანია და 50 დოლარი ღირს. მასში ჰენდრიქსის იშვიათ და გამოუქვეყნებელ ფოტოებს, ტექსტებსა და მოგონებებს ნახავთ.  ასევე პოლ მაკარტნის, ლენი კრავიცისა და სხვათა საუბრებს ჰენდრიქსის უკვდავ მუსიკალურ გავლენაზე.  

1942 წლის 27 ნოემბერს სიეტლში დაბადებულმა ჯიმიმ პირველი გიტარა 15 წლის ასაკში შეიძინა. თუმცა სანამ მუსიკალურ კარიერას მიჰყოფდა ხელს, ჯარში წასვლა მოუწია. პირველად ის ცნობილი გახდა სიმღერებით “Purple Haze” და “Voodoo Child (Slight Return)”. ჰენდრიქსმა 1969 წელს ვუდსტოკის პირველ ფესტივალზე დაუკრა. მომდევნო წელს იგი  27 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

საკულტო მუსიკოსის პატივსაცემად Montblanc-მა შეზღუდული რაოდენობით ჰენდრიქსის საწერ კალმები გამოუშვა, რომლებიც ეძღვნება მის სამ ალბომს: Are You Experienced, Electric Ladyland და Live at Woodstock.

წიგნის გამოცემასთან ერთად 18 ნოემბრისთვის დაანონსდა ლაივ-ალბომის გამოშვებაც “Jimi Hendrix Experience Los Angeles Forum: April 26, 1969” მომდევნო თვეში კი მუსიკოსის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, რომელშიც ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტეილორ სვიფტი Bleachers-თან ერთად სიმღერის Anti-Hero ახალ ვერსიას გამოუშვებს

შემდეგი სტატია

ტაირონ დოუნი

იამაიკური რეგი-ჯგუფის The Wailers – წევრი,  ტაირონ დოუნი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი